საპროტესტო აქციაზე პოლიციამ სამი დემონსტრანტი დააკავა

საქართველო, თბილისი - 14:38 | 16.11.2024
ნანახია: 58

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან საპროტესტო მსვლელობის დროს სამი პირი დააკავა.

უწყების ცნობით, სამივე პირი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული.

„შსს-მ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე სამართალდამცველებმა სამი პირი დააკავა. შსს დაკავებულებს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობასა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას ედავება“, – აცხადებენ შსს-ში.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არიან ფორმულას ერთ-ერთი დამფუძნებელი, რეჟისორი  გიორგი ლიფონავა და აქტივისტი ვანო გომურაშვილი. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე