პოლიციამ აქციის ტერიტორია მომიტინგეებისგან გაათავისუფლა

საქართველო, თბილისი - 08:21 | 19.11.2024
ნანახია: 32

სამართალდამცავებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს.

ადგილზე იმყოფებიან პოლიციისა და დასაუფთავების სამსახურის წარმომადგენლები, რომლებსაც ტერიტორიიდან გააქვთ კონსტრუქციები და მანქანები, რომლითაც გზა იყო გადაკეტილი.

დემონსტრანტები, ასევე ოპოზიციის ლიდერები მელიქიშვილის გამზირზე იმყოფებიან და პროტესტის გაგრძელების გზებზე მსჯელობენ.

ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, პროტესტი გაგრძელდება, ვიდრე არ შესრულდება მათი მთავარი მოთხოვნა - ახალი არჩევნების დანიშვნა.

აქციის დაშლამდე ცოტა ხნით ადრე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც აქციის მონაწილეებს მოუწოდა, გაათავისუფლონ ჭავჭავაძის გამზირისა და ვარაზისხევის მიმდებარე ტერიტორია ხელოვნურად აღმართულ




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე