ქუმსიშვილი: კომერციულმა ატაშემ შეიძლება დაფაროს ერთი, ან რამდენიმე ქვეყანა

საქართველო, თბილისი - 17:17 | 13.06.2016
ნანახია: 1219

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა კომენტარი გააკეთა კანონპროექტის "დილომატიური სამსახურის შესახებ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ."  აღნიშნული საკითხი დღეს საქართველოს მთავრობის სხდომაზე განიხილეს. 

 დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში კომერციული ატაშეს ინსტიტუტი შეიქმნება.

ატაშე ეკონომიკის მინისტრის ბრძანებით, საგარეო საქმეთა მინისტრთან შეთანხმებით დაინიშნება.

 ”კომერციულმა ატაშემ  შეიძლება დაფაროს ერთი, ან რამდენიმე ქვეყანა და მისი ძირითადი ამოცანა იქნება ექსპორტის წახალისების, ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა და იქ არსებული ჩვენი ბიზნესის დაცვა”, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე