Microsoft-ი LinkedIn-ის მფლობელი ხდება

საქართველო, თბილისი - 17:00 | 13.06.2016
ნანახია: 1270

Microsoft-ი სოციალურ ქსელ LinkedIn-ს ყიდულობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს. მისივე ინფორმაციით, გარიგების ღირებულება 26,2 მლრდ დოლარია.

უკვე ცნობილია, რომ შერწყმის შემდეგ, კომპანიაში ისევ გააგრძელებს მუშაობას LinkedIn-ის ხელმძღვანელი ჯეფ ვეინერი.

მხარეებს შორის გარიგება 2016 წლის ბოლომდე დასრულდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე