ტურისტულმა მატარებელმა შესაძლოა ბაქო-თბილისის მიმართულებით წელს აღარ იმოძრაოს

საქართველო, თბილისი - 13:05 | 13.06.2016
ნანახია: 1206

„აზერბაიჯანის რკინიგზამ“  მიმდინარე ტურისტულ სეზონზე შესაძლოა ბაქო-თბილისის მიმართულებიღ სარკინიგზო მარშრუტს ორგანიზება აღარ გაუწიოს.

როგორც abc.az-თან საუბრისას,“აზერბაიჯანის რკინიგზის“ წარმომადგენელმა ნადირ აზმამედოვმა განაცხადა, რკინიგზა თბილისის მიმართულებით მოძრაობას ყოველწლიურად ახორციელებდა, რადგანაც თბილისის მიმართულებით მგზავრთა მხრიდან მოთხოვნა არსებობდა.

„მიმდინარე წელს აღნიშნულ მარშუტზე სარკინიგზო გადაადგილება მოთხოვნაზე იქნება დამოკიდებული. თუ კი მოთხოვნა იქნება, მაშინ მატარებლები ტურისტებს შეუფერხებლად მოემსახურებიან“, აცხადებენ აზერბაიჯანის რკინიგზაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე