აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფება

საქართველო, თბილისი - 11:17 | 13.06.2016
ნანახია: 1036

 

აჭარის ოფიციალური დელეგაცია მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის ხელმძღვანელობით სამუშაო ვიზიტით ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ქალაქ ნახიჩევანში იმყოფება. სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში არჩილ ხაბაძე ნახიჩევანში შეხვედრებს გამართავს უმაღლესი მეჯლისის თავმჯდომარესთან ვასიფ თალიბოვთან, შრომის და სოციალური დაცვისა და ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრებთან.

შეხვედრებზე აჭარასა და ნახიჩევანს შორის წამყვან სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს განიხილავენ. განსაკუთრებული ყურადღება რეგიონის სტრატეგიულ სფეროებს: ეკონომიკას, ბიზნესს, კულტურას, განათლებას, ჯანდაცვას, სპორტს, ტურიზმს და ეკოლოგიას დაეთმობა. ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია მოინახულებს ნახიჩევანის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ბიზნეს-ცენტრს, შახმატის ცენტრს, მზის ელექტროსადგურს, ხალიჩების მუზეუმს, დრამატულ თეატრს და ქალაქის სხვა იტორიულ თუ თანამედროვე ღირშესანიშნავ ადგილს.

აღსანიშნავია, რომ 2012 წლის 8 ივნისს ქ. ბათუმსა და ქ. ნახიჩევანს შორის თანამშრომლობისა და დაძმობილების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანს მხარეებს შორის მეგობრული და საქმიანი ურთიერთობების გააქტიურება წარმოადგენს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე