იანვარ-მაისში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 3 %-ით გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 11:14 | 13.06.2016
ნანახია: 1176

2016 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 4070 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 3 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 780 მლნ. აშშ დოლარი იყო (12 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 3290 მლნ. აშშ დოლარი (8 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2016 წლის იანვარ-მაისში 2509 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 62 პროცენტი შეადგინა.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 20 ივნისს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე