ტურისტების მისაზიდად თურქეთმა ავალაიანერი ჩაძირა

საქართველო, თბილისი - 11:04 | 13.06.2016
ნანახია: 1208

თურქეთში, საკურორტო ზონა კუშადაშში, ტურისტების მისაზიდად, ავიალაინერი Airbus A300 ჩაძირეს. ლაინერის ჩაძირვა თითქმის 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

Daily Sabah-ი ინფორმაციით, 54 მეტრის სიგრძის თვითმფრინავი, რომლის გარშემოწერილობა ფრთების ჩათვლით 44 მეტრია, კუშადაშში ხელოვნური რიფი იქნება, რომელიც ტურისტების მისაზიდად მნიშვნელოვანი ადგილი გახდება. ადგილით ძირითადად დაივერები დაინტერესდებიან. მთავრობის გათვლებით, ჩაძირული თვითმფრინავი, 250 ათასი დაივერის, ან მოყვარულის მიზიდვას შეძლებს.

აღსანიშნავია, რომ თვითმფრინავში მთავრობამ 93 ათასი დოლარი გადაიხადა და ის კერძო კომპანიისგან გამოისყიდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე