15 ივნისიდან ერევანი-ბათუმი-ერევნის მიმართულებით სარკინიგზო მიმოსვლა განახლდება

საქართველო, თბილისი - 10:48 | 13.06.2016
ნანახია: 1353

15 ივნისიდან ერევანი-ბათუმი-ერევნის მიმართულებით სარკინიგზო მიმოსვლა განახლდება. უკვე ცნობილია, რომ კომპანია „სამხრეთ-კაკკასიის რკინიგზა“ აღნიშნულ მარშრუტზე მოძრაობას 15 ივნისიდან განაახლებს და მატარებელი  ერევნიდან ყოველდღიურად 15:30 საათზე გამოვა და მანძილს ბათუმამდე 15 საათსა და 40 წუთში დაფარავს.

ცნობილი ხდება ასევე, რომ გასულ წელთან შედარებით მგზავრობის საფასური 20%-ით შემცირდა და 9, 85 ათასი სომხური დრამიდან 20, 76 ათას სომხურ დრამამდე მერყეობს.

მგზავრებს უფასო Wi-Fi-ს სერვისით სარგებლობის საშუალებაც ექნებათ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე