ავტომობილების ექსპორტის მიხედვით საქართველო მსოფლიოში 52-ე ადგილზეა

საქართველო, თბილისი - 13:48 | 12.06.2016
ნანახია: 1302

ავტომობილების ექსპორტის მიხედვით საქართველო მსოფლიოში 52-ე ადგილზეა. Worldstopexports-ის მიხედვით საქართველოზე მსოფლიოს მთლიანი ექსპორტის 0,03 პროცენტი მოდის და ციფრებში კი ეს $179.6 მილიონს შეადგენს.

რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს გერმანია, მეორე ადგილზეა იაპონია, ხოლო მესამეზე კი ამერიკა. ასევე ხუთეულში შედიან კანადა და სამხრეთ კორეაც.

გამოცემა წერს, რომ გასულ წელს მსოფლიოში ავტომობილების ექსპორტმა 672.9 მილიარდი დოლარი შეადგინა. ავტომობილების ექსპორტი მსოფლიოს მთლიან ექსპორტში მეორე ადგილს იკავებს ნავთობის შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოდან რეექსპორტზე ავტომობილები უმეტესად აზერბაიჯანსა და სომხეთში გადის, თუმცა გასულ წელს აზერბაიჯანში რეექსპორტი თითქმის განახევრდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე