France 5 საქართველოს შესახებ ფილმს იღებს

საქართველო, თბილისი - 12:37 | 10.06.2016
ნანახია: 1321

საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტელეკომპანია მეხუთე არხი (France 5) საქართველოს შესახებ დოკუმენტურ ფილმს იღებს. 52 წუთიანი ფილმი საქართველოს ტურისტულ და ისტორიულ-კულტურულ პოტენციალს მიეძღვნება.

ფრანგული დოკუმენტური სერიების „A Ciel Ouvert“ („ღია ცისქვეშ“) შემოქმედებითი ჯგუფი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ეწვია.

შემოქმედებითი ჯგუფის წევრებმა ფილმის გადაღებისთვის სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, აჭარა, სამეგრელო, სვანეთი, შიდა ქართლი და კახეთი მოინახულეს.

ფრანგული ტელეკომპანია მეხუთე არხის (France 5) ჯგუფის წევრებს თბილისში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე შეხვდა.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე