ლარის კურსი

საქართველო, თბილისი - 17:00 | 09.06.2016
ნანახია: 1342

ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.1272 ლარი გახდება. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.1282 ლარს შეადგენდა.
ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.4133 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.4196 ლარს შეადგენდა.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე დღეს 23 350 000 აშშ დოლარი შეისყიდა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე