კაცხის მონასტერი ტურისტებს განახლებული ინფრასტრუქტურით დახვდება

საქართველო, თბილისი - 18:20 | 09.06.2016
ნანახია: 1341

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ,  ჭიათურის მუნიციპალიტეტში კაცხის მონასტრისსარესტავრაციო–საკონსერვაციო სამუშაოები დაათვალიერა. მუნიციპალური განვითარების ფონდი მონასტრის რესტავრაციასთან ერთად მის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებსაც აწარმოებს.  პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით,  რეგიონული განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება  და მისიღირებულება მილიონ ლარს აჭარბებს.

პროექტის ფარგლებში, ძეგლის საკონსერვაციო სამუშაოების პარალელურად,  აშენდება  ტურისტული ცენტრი, რომელიც სრულად აღიჭურვება, როგორც აუცილებელი შიდა, წყალმომარაგების, კანალიზაციის, ელ-გაყვენილობის, სისტემებით, ასევე, საჭირო ავეჯით. მოეწყობაღია ტერასადა ავტოსადგომი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ეკლესიამდე მისასვლელ გზას, გარე წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემებს, ტურისტებისათვის მოეწყობა ღია - გადასახედი  აივანი.

სამუშაოები მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყოდაწლის ბოლოს დასრულდება.რეაბილიტირებული კაცხის სამონატსრო კომპლექსი მეტ ტურისტის მოზიდვის საფუძველი გახდება. ეს  კი თავისმხრივ ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის საოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე