დიმიტრი ქუმსიშვილი: 2016 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 103%-ით არის გაზრდილი

საქართველო, თბილისი - 16:27 | 09.06.2016
ნანახია: 1499

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2016 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში უპრეცენდენტოდ დიდი რაოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. ინვესტიციების მოცულობამ 376 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2008 წლის შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია.

"წინა წელთან შედარებითპირველი კვარტლის მონაცემებით, ინვესტიციები 103%-ით არის  გაზრდილი. პირველ კვარტალშიქვეყანაში 300 მილიონ დოლარზე  მეტი  ინვესტიცია შემოვიდა, ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია. მიუხედავად იმისა რომ,  ჩვენ პრაქტიკულად ვიმყოფებით საარჩევნო პერიოდში ციფრები აჩვენებს, რომ ბიზნესი არის კეთილგანწყობილი, ბიზნესის აღქმა არის ძალიან სწორი და დადებითი. იქმნება ახალი სამუშაო ადგილები, შესაბამისად წლევანდელ წელს ჩვენ გვექნება ძალიან კარგი მონაცემები,  ამ ყველაფრის დამადასტურებელი რა თქმა უნდა  პირველი კვარტლის ინვესტიციებია, რომელიც 2008 წლის მერე ყველაზე დიდი რიცხვია", აცხადებს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი.

2016 წლის პირველ კვარტალში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები  103 პროცენტითმეტია 2015 წლის I კვარტალისწინასწარმონაცემებზე. 2016 წლის აღნიშნული მაჩვენებელი 21.6 პროცენტით აღემატება 2014 წლის 1 კვარტლის დაზუსტებულ მონაცემს, რაც უკანასკნელი წლის უმსხვილესი მაჩვენებელია.

სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2016 წლის I კვარტალში 79 პროცენტი შეადგინა. 

საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი წილი

1.ტრანსპორტის და კავშირგაბმულობის სექტორზე მოდის და 200 მლნ აშშ დოლარს შეადგენს (მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 53 პროცენტი), რაც 2015 წლის 1 კვარტალთან შედარებით 36.9%-იანი მატებაა.

2. საფინანსო სექტორი: 58 მლნ აშშ დოლარი (2015 წელს პირველ კვარტალში იყო მინუს 4 მლნ აშშ დოლარი).

3.ენერგეტიკის სექტორი სადაც 2016 წლის პირველ კვარტალში 40 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა რაც 90% პროცენტით აღემატება 2015 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

ყველაზე დიდი მოცულობის ინვესტიცია - 137მლნ აშშ დოლარი აზერბაიჯანიდან განხორციელდა (მთლიანი ინვესტიციების 36%), მეორე ადგილზეა თურქეთი - 57 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ინვესტიციების 15%), ხოლო მესამე ადგილს გაერთიანებული სამეფო იკავებს - 44 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ინვესტიციების 12%).

ტოპ 10 ქვეყანა შემოსული ინვესტიციების მიხედვით

ქვეყანა ინვესტიციის მოცულობა (მლნ აშშ დოლარი)

აზერბაიჯანი

137

თურქეთი

57

გაერთიანებული სამეფო

44

კორეა

32

ნიდერლანდები

22

საერთაშორისო ორგანიზაციები

16

ვირჯინის კ-ები (ბრიტ.)

12

ლუქსემბურგი

11

აშშ

9

კვიპროსი

7





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე