საქართველოში სამთო ტურიზმის სპეციალისტებს ფრანგები მოამზადებენ
საქართველო, თბილისი - 13:52 | 09.06.2016 ნანახია: 1273საქართველოში სამთო ტურიზმის პროფესიებში დახელოვნება იყო მთავარი განხილვის თემა სააფრანგეთში სათავგადასავლო ტურიზმის ლიდერთა სკოლის კონსორციუმისა და საფრანგეთის თხილამურებისა და ალპინიზმის ნაციონალური სკოლის (ENSA) დირექტორატთან შეხვედრზე.
ღონისძიება 8 ივნისს ქალაქ შამონიში, საფრანგეთში საქართველოს ელჩის ხელშეწყობითა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მონაწილეობით გაიმართა.
საფრანგეთის თხილამურებისა და ალპინიზმის ნაციონალური სკოლის (ENSA) დირექტორატთან და სამთო გამყოლთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის (IFMGA) პრეზიდენტთან შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ დირექტორი ალექსანდრე ონოფრიშვილი, საქართველოს ელჩი საფრანგეთში ეკა სირაძე-დელონე, მესტიის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზაურ ჩართოლანი და საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაციის პრეზიდენტი დავით რაქვიაშვილი ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ENSA საქართველოში მონაწილეობას მიიღებს სამთო ტურიზმის სპეციალისტების მომზადებაში. პარალელურად, მუშაობა დაიწყება ინსტიტუციური განვითარების და შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის დახვეწის მიმართულებითაც.
პროფესიულ განათლებაში სახელმწიფოს და კერძო სექტორის პარტნიორობა სამთო გამყოლების, სათხილამურო ტრასების უსაფრთხოების სპეციალისტების, ტრენერებისა და სამთო მაშველების მომზადებას გულისხმობს. სათავგადასავლო ტურიზმის ლიდერთა სკოლის კონსორციუმის შეხვედრზე მხარეებმა საქართველოშიENSA-ს მოდელის დანერგვის პერსპექტივებზე
ისაუბრეს.
საქართველოს ტურიზმის ლიდერთა სკოლა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, განათლების სამინისტროებისა და საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაციის საჯარო-კერძო პარტნიორობის ფორმატში ინიცირებული
პროფესიული კოლეჯია.
პოლიტიკა
- საქართველოში ჩატარებულმა საპარლამენტო არჩევნებმა ქვეყნის დემოკრატიული უკუსვლა დაამტკიცა - ჯოზეფ ბორელი
- განაჩენი გამოტანილია, ეს არჩევნები არ შედგა - პრეზიდენტი
- რასა იუკნევიჩიენე ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მუდმივ მომხსენებლად დაინიშნა
- დავით კირთაძის წინააღმდეგ შსს-მ გამოძიება ცესკოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო
სამართალი
- საპროტესტო აქციაზე პოლიციამ სამი დემონსტრანტი დააკავა
- პროკურატურის ცნობით, არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიება 47 საქმეზე მიმდინარეობს
- პოლიციამ სადახლოს საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა
- თბილისში მომხდარ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარედგინა
მსოფლიო
- ევროკავშირი ისრაელთან პოლიტიკრი დიალოგის შეჩერებას განიხილავს
- გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 23 თებერვალს გაიმართება
- ეჭვიც არ მეპარება, რომ კამალა ჰარისი გააგრძელებს ბრძოლას მიზანდასახულობითა და მონდომებით, ის გააგრძელებს, იყოს ჩემპიონი ყველა ამერიკელისთვის - ჯო ბაიდენი
- როდესაც არჩევნებს ვაგებთ, ჩვენ ვაღიარებთ შედეგებს, ეს პრინციპი განასხვავებს დემოკრატიას ტირანიისგან - კამალა ჰარისი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „არ მოატყუო ზამთარი“ და შეცვალე საბურავი „თეგეტა მოტორსში“
- „მეორადი საბურავი საფრთხის რისკს ზრდის“ - ეკა ლალიაშვილი, „ალიანსი საგზაო უსაფრთხოებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე
- შეამოწმე და შეცვალე აკუმულატორი ზამთრისთვის - რჩევები „თეგეტა მოტორსისგან“
- ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტემები „თეგეტა მოტორსში“
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს
- გურამ თუშიშვილმა მეოთხედფინალში ტედი რინერთან დამარცხების შემდეგ დისკვალიფიკაცია მიიღო და ასპარეზობიდან მოიხსნა