საქართველოს ბანკი მომხმარებელს განვადებას დღეში 2 ლარად სთავაზობს

საქართველო, თბილისი - 12:32 | 08.06.2016
ნანახია: 2576

"საქართველოს ბანკი, საქართველოს წამყვანი ბანკი, დღეიდან მომხმარებელს სთავაზობს განვადებით სარგებლობას დღეში 2 ლარად. ხშირად, 2 ლარი ისე გვეხარჯება, რომ ამას ვერ ვამჩნევთ", - ნათქვამია საქართველოს ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბანკის ინფორმაციით, საქართველოს ბანკის განსაკუთრებული შეთავაზებით კი დღეში სწორედ 2 ლარის გადახდით უკვე შესაძლებელია ტექნიკისა და ავეჯის შეძენა, მათ შორისაა: მაცივარი, ტელევიზორი, მობილური, კონდიციონერი, გაზქურა, ლეპტოპი, ავეჯი და სხვა. მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს განვადებით დღეში 2 ლარად, 3,000-ზე მეტ სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში სადაც საქართველოს ბანკის განვადების წერტილებია.

საქართველოს ბანკის განვადებით დღეში 2 ლარად, სარგებლობა შეუძლია 20-დან 70 წლამდე ასაკის ფიზიკურ პირს, ვისი ყოველთვიური შემოსავალიც შეადგენს 300-დან 1,500 ლარამდე.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე