დიმიტრი ქუმსიშვილმა მიკრომეწარმეობის პროგრამით დაფინანსებული სასათბურე მეურნეობა მოინახულა

საქართველო, თბილისი - 18:47 | 07.06.2016
ნანახია: 1352

აჭარაში ვიზიტად მყოფი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალში ამხანაგობა „თანადგომას“ სასათბურე მეურნეობას ეწვია.

ამხანაგობის წევრებმასასათბურე მეურნეობა, რომელიც რამდენიმე სათბურისგან შედგება, პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ ჩართვის შემდეგმნიშვნელოვნად გააუმჯობესეს.

ამხანაგობის თავმჯდომარემ, ლევან თავართქილაძემ ვიცე-პრემიერსის სამუშაოებიგააცნო, რომლებიც  სახელმწიფო პროგრამის თანადაფინანსებითგანხორციელდა. მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანი იყო ის ტრენინგები, რომლებიც მიკრომეწარმოების პროექტის ფარგლებში ჩატარდა.

ამჟამად ამხანაგობა ადგილობრივ სასტუმროებსსხვადასხვა ბოსტნეულითამარაგებს. მათ შორის, ისეთი მოთხოვნადი სალათით, როგორიცაა რუკოლა და აისბერგი. ვიცე-პრემიერმა სათბურიდაათვალიერა, სადაც ამხანაგობის წევრები გეგმავენ მარწყვის წარმოებას და ამ მიზნით მათ უკვე შეიძინეს ნერგები და მოაწყეს სტელაჟები. ამხანაგობის მიერ მოწეული მარწყვი უკვე  ბათუმის სხვადასხვა სავაჭრო და საკვების ობიექტებშიიყიდება.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე