დიმიტრი ქუმსიშვილმა ბათუმში ავეჯის მწარმოებელ ამხანაგობა კომფორტი დაათვალიერა

საქართველო, თბილისი - 18:26 | 07.06.2016
ნანახია: 1448

ბათუმის გარეუბანში მდებარე ამხანაგობა „კომფორტს“ დღეს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ეწვია. ამხანაგობამ მონაწილეობა მიიღო სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმოების კომპონენტში და თანადაფინანსების სახით, 15,000 ლარი მიიღო.

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა ხორციელდება საქარველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში. პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონებში მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებას და მეწარმეების დაფინანსებისა და ცოდნის ამაღლებას.

ამხანაგობა „კომფორტი“ ბათუმის გარეუბანში მცირე საამქროს ამუშავებს, სადაც ავეჯს ამზადებს. თუმცა უფრო მაღალტექნოლოგიური პროდუქციის წარმოებისთვის ამხანაგობის წევრებს  დამატებითი მანქანა-დანადგარებიესაჭიროებოდათ, რომლის შეძენის თანხაც არ ჰქონდათ. „აწარმოე საქართველოში“ პროგრამაში მონაწილებამ ამხანაგობის წევრებს საშუალება მისცა შეეძინათ საჭირო ვერტიკალური ჭრის დაზგა. ამ სიახლის მეშვეობით მათი პროდუქციის თვითღირებულება მნიშვნელოვნად შემცირდა.

ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ამხანაგობის წევრებითბილისის ტექნოპარკშიმიიწვია, სადაც მათ საშუალება ექნებათ გაეცნონ იქ არსებულ მაღალტექნოლოგიურ მანქანა-დანადგარებს, მიიღონ დამატებითი ინფორმაცია და დაინტერესების შემთხვევაში, ინოვაციები საკუთარ წარმოებაში გადმოიტანონ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე