მთავრობა იყალთოს ხევის განვითარების პროექტს იწყებს
საქართველო, თბილისი - 11:44 | 07.06.2016 ნანახია: 11766 ივნისის მთავრობის სხდომაზე თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში, იყალთოს ხევის განვითარების ღონისძიებების თაობაზე მომზადებული განკარგულების პროექტი დაამტკიცეს, რომელიც მთავრობის წევრებს განსახილველად დიმიტრი ქუმსიშვილმა წარუდგინა.
ვიცე-პრემიერის თქმით, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ ამოცანას წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა-შენარჩუნება და მათი მიმდებარე ტერიტორიის განვითარება ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით.
„დღეს განვიხილეთ ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - იყალთოს სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიის, იყალთოს ხევის განვითარების ხელშეწყობის პროექტი, რომლის მიხედვით სპეციალურად შექმნილმა კომისიამ უნდა შეისწავლოს იყალთოს ხევის, როგორც ტურისტული ობიექტის მიმზიდველობის შესაძლებლობები. პროექტის განხორციელებაში კოორდინირებულად
ჩაერთვება რამდენიმე სამინისტრო, რომლებიც ერთობლივად შეიმუშავებენ იყალთოს ხევის განვითარების გეგმა-კონცეფციას“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
იყალთოს ხევის განვითარების მიზნით, პირველ ეტაპზე განხორციელდება მისასვლელი საავტომობილო გზების, წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მდგომარეობის, მათი რეაბილიტაცია-მშენებლობისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების საჭიროებების პირველადი შესწავლა, მეწყრული პროცესებისა და მათი გამომწვევი მიზეზებისა და ქარის ნაკადების კვლევა. გარდა ამისა, მოხდება იყალთოს ხევში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების არქეოლოგიური-კვლევითი
სამუშაოების დაგეგმვა, ასევე იყალთოს ხევის უძრავი ქონების კადასტრისა და
მიწათმოწყობის ერთიანი სისტემის ორგანიზება და მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების სრულყოფა. პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია იყალთოს ხევის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცება. იყალთოს ხევის განვითარების ხელშემწყობ კომისიას ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი უხელმძღვანელებს.
პოლიტიკა
- საქართველოში ჩატარებულმა საპარლამენტო არჩევნებმა ქვეყნის დემოკრატიული უკუსვლა დაამტკიცა - ჯოზეფ ბორელი
- განაჩენი გამოტანილია, ეს არჩევნები არ შედგა - პრეზიდენტი
- რასა იუკნევიჩიენე ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მუდმივ მომხსენებლად დაინიშნა
- დავით კირთაძის წინააღმდეგ შსს-მ გამოძიება ცესკოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო
სამართალი
- საპროტესტო აქციაზე პოლიციამ სამი დემონსტრანტი დააკავა
- პროკურატურის ცნობით, არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიება 47 საქმეზე მიმდინარეობს
- პოლიციამ სადახლოს საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა
- თბილისში მომხდარ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარედგინა
მსოფლიო
- ევროკავშირი ისრაელთან პოლიტიკრი დიალოგის შეჩერებას განიხილავს
- გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 23 თებერვალს გაიმართება
- ეჭვიც არ მეპარება, რომ კამალა ჰარისი გააგრძელებს ბრძოლას მიზანდასახულობითა და მონდომებით, ის გააგრძელებს, იყოს ჩემპიონი ყველა ამერიკელისთვის - ჯო ბაიდენი
- როდესაც არჩევნებს ვაგებთ, ჩვენ ვაღიარებთ შედეგებს, ეს პრინციპი განასხვავებს დემოკრატიას ტირანიისგან - კამალა ჰარისი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „არ მოატყუო ზამთარი“ და შეცვალე საბურავი „თეგეტა მოტორსში“
- „მეორადი საბურავი საფრთხის რისკს ზრდის“ - ეკა ლალიაშვილი, „ალიანსი საგზაო უსაფრთხოებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე
- შეამოწმე და შეცვალე აკუმულატორი ზამთრისთვის - რჩევები „თეგეტა მოტორსისგან“
- ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტემები „თეგეტა მოტორსში“
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს
- გურამ თუშიშვილმა მეოთხედფინალში ტედი რინერთან დამარცხების შემდეგ დისკვალიფიკაცია მიიღო და ასპარეზობიდან მოიხსნა