ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
საქართველო, თბილისი - 12:38 | 06.06.2016 ნანახია: 11872016 წლის 6 ივნისს, სასტუმრო „რუმს ჰოტელ თბილისში“ საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ორგანიზებით, გაიმართა სამუშაო შეხვედრა თემაზე: „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში.“
სამუშაო შეხვედრა გახსნეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს თავმჯდომარემ, ნოდარ ხადურმა და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში კრისტიან ურსემ.
დისკუსია გაიმართა ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით არსებული საერთაშორისო სტანდარტებისა და მექანიზმების შესახებ და ამ მიმართულებით საქართველოს ძალისხმევაზე.
„ფულის გათეთრება და ტერორიზმის დაფინანსება თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთ სერიოზულ გამოწვევად რჩება. ამ მიმართულებით, საქართველოში უკვე რამდენიმე წელია ვმუშაობთ. შექმნილია უწყებათაშორისი საბჭო, რომელსაც ფინანსთა სამინისტრო ხელმძღვანელობს. დღეს შევიკრიბეთ უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში, რათა გავიზიაროთ ის გამოცდილება, რომელიც ჩვენს პარტნიორებს - ევროკავშირსა და ევროპის საბჭოს აქვთ აღნიშნული მიმართულებით. საქართველოს შემუშავებული აქვს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგია, რომლის განხორციელებაც უკვე დაწყებულია და ყველა ის ვალდებულება, რომელიც საქართველოს აღებული ჰქონდა, შესაბამისობაში მოდის, მათ შორის, ვიზალიბარალიზაციის პროცესთან და შესრულებულია“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა.
„საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ორგანიზებით მიმდინარე შეხვედრაზე, განვიხილავთ საქართველოში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს. მოხარულები ვართ, რომ აღნიშნულ შეხვედრას ესწრებიან ჩვენი ექსპერტები, რომლებსაც სერიოზული გამოცდილება აქვთ აღნიშნული მიმართულებით. უწყებათაშორისი საბჭოს წევრებთან ერთად, ასევე, ვისაუბრებთ იმ ღონისძიებების შესახებ, რომელიც საქართველომ სამომავლოდ უნდა გადადგას ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. ეს ეხება როგორც კანონმდებლობის გაუმჯობესებას, ისე ადამიანური რესურსების გაძლიერებას,“ - განაცხადა ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში კრისტიან ურსემ.
სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა, ასევე, განიხილეს ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ქმედებათა შემფასებელ ექსპერტთა ევროპის საბჭოს კომიტეტის (MONEYVAL) 2012 წლის საქართველოს შეფასების ანგარიში და რეკომენდირებული სამოქმედო გეგმა, ქვეყნის ეროვნული AML/CFT სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რისკების შეფასების ანალიზის დოკუმენტები.
განხილვაში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სამთავრობო უწყების წარმომადგენლებმა, საერთაშორისო და ადგილობრივმა ექსპერტებმა.
პოლიტიკა
- საქართველოში ჩატარებულმა საპარლამენტო არჩევნებმა ქვეყნის დემოკრატიული უკუსვლა დაამტკიცა - ჯოზეფ ბორელი
- განაჩენი გამოტანილია, ეს არჩევნები არ შედგა - პრეზიდენტი
- რასა იუკნევიჩიენე ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მუდმივ მომხსენებლად დაინიშნა
- დავით კირთაძის წინააღმდეგ შსს-მ გამოძიება ცესკოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო
სამართალი
- საპროტესტო აქციაზე პოლიციამ სამი დემონსტრანტი დააკავა
- პროკურატურის ცნობით, არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიება 47 საქმეზე მიმდინარეობს
- პოლიციამ სადახლოს საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა
- თბილისში მომხდარ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარედგინა
მსოფლიო
- ევროკავშირი ისრაელთან პოლიტიკრი დიალოგის შეჩერებას განიხილავს
- გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 23 თებერვალს გაიმართება
- ეჭვიც არ მეპარება, რომ კამალა ჰარისი გააგრძელებს ბრძოლას მიზანდასახულობითა და მონდომებით, ის გააგრძელებს, იყოს ჩემპიონი ყველა ამერიკელისთვის - ჯო ბაიდენი
- როდესაც არჩევნებს ვაგებთ, ჩვენ ვაღიარებთ შედეგებს, ეს პრინციპი განასხვავებს დემოკრატიას ტირანიისგან - კამალა ჰარისი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „არ მოატყუო ზამთარი“ და შეცვალე საბურავი „თეგეტა მოტორსში“
- „მეორადი საბურავი საფრთხის რისკს ზრდის“ - ეკა ლალიაშვილი, „ალიანსი საგზაო უსაფრთხოებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე
- შეამოწმე და შეცვალე აკუმულატორი ზამთრისთვის - რჩევები „თეგეტა მოტორსისგან“
- ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტემები „თეგეტა მოტორსში“
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს
- გურამ თუშიშვილმა მეოთხედფინალში ტედი რინერთან დამარცხების შემდეგ დისკვალიფიკაცია მიიღო და ასპარეზობიდან მოიხსნა