„ლაინერი ორგიებისთვის“ მგზავრებს ეძებს

საქართველო, თბილისი - 10:42 | 06.06.2016
ნანახია: 1312

კომპანია  Original Group-ი, რომელიც სესქუალური დასვენებაზეა ორიენტირებული, მალე ადრიატიკის ზღვაში თავის პირველ საკრუიზო ლაინერს გაუშვებს.

ამისათვის კომპანიამ ლაინერი Azamara Quest-ი დაფრახტა, რომელიც რვა დღიან კრუიზში , 2017 წლის სექტემბრიდან, ვენეციიდან გავა. ტურის განმავლობაში საკრუიზო ლაინერი შეჩერდება იტალიის, ხორვატიისა და სლოვენიის რამდენიმე ქალაქის პორტში.

ბილეთის შეძენა მხოლოდ წყვილებს შეეძლებათ. ტურის ორგანიზატორები კრუიზში ყველაზე გახსნილ წყვილებს ეპატიჟებიან, რომლებიც საკუთარ ფანტაზიებს დიდ გაქანებას მისცემენ.

გემზე გარკვეულ ზონებში ტანსაცმლის ტარება სავალდებულო არ არის. ასევე იქნება ზონები განმარტოებისთვის.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე