ღვინის მე-8 საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულები საზეიმო ღონისძიებაზე დააჯილდოვეს
საქართველო, თბილისი - 12:49 | 05.06.2016 ნანახია: 1378ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა Wine Expo Georgia 2016-ის ფარგლებში, 3-4 ივნისს ღვინის მე-8 საერთაშორისო კონკურსი - 8th International Wine Award - გაიმართა. კონკურსზე ღვინის ნიმუშები წარდგენილი ჰქონდათ როგორც მსხვილ კომპანიებს, ისე მცირე და საოჯახო მარნებს, ჯამში 40 კომპანიის 153 სხვადასხვა დასახელების ღვინო.
კონკურსში წარმოდგენილი ღვინოები ენოლოგებით, საერთაშორისო ექსპერტებით და სპეციალისტებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ შეაფასა. ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ: ჟიურის თავმჯდომარე, ღვინის მაგისტრი - ტიმატკინი (Mr. Tim Atkin MW - ბრიტანეთი), ღვინის მაგისტრი- კენიჩიოჰაში (Kenichi Ohashi MW - იაპონია), ღვინისმაგისტრი - რიჩარდკერშაუ (Richard Kershaw MW – სამხრეთ აფრიკა), ისაბალი (Isa Bal MS, ოსტატისომელიე – თურქეთი), ენოლოგი - მიხეილ მესხი (ენოლოგი, საქართველო) დაღვინისექსპერტი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი (საქართველო).
,,მე უკვე მეორედ მაქვს პატივი ამ მნიშვნელოვანი კონკურსის ჟიურის წევრი ვიყო. წელს, როგორც ჟიურის თავმჯდომარემ მინდა აღვნიშნო, რომ მისასალმებელია კონკურსში მონაწილეთა რაოდენობისზრდა. გამოწვევა ძალიან დიდი იყო, დაახლოებით 150-ზე მეტი ძალიან კარგი ღვინო დავაგემოვნეთ, ამიტომ საუკეთესოების გამოვლენა ნამდვილად რთული აღმოჩნდა. შესაბამისად, ყველამ, ვინც იმსახურებდა გამარჯვებას ჯილდო მიიღო. მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო კომპლექსური ქვეყანაა, საოცარი ნაზავია, ყველაფერი რაც კარგია საქართველოში ერთადაა თავმოყრილი. ასე, რომ მთელი ცხოვრება არ გვეყოფა ბოლომდე ვისწავლოთ ქართული ღვინო, მისი შესაძლებლობა და პოტენციალი. ქართული ღვინო უსაზღვრო და ამოუწურავია. კონკურსის ჟიური საინტერესოდ იყო დაკომლექტებული - 4 უცხოელი და 2 ქართველი ექსპერტი. ქართველი კოლეგები შეფასების პარალელურად გვაცნობდნენ ქართული ღვინის კულტურას, ისტორიას. შესაბამისად, კონკურსის პროცესი ჩვენთვის სასიამოვნო და საგანმანათლებლო იყო“, - განაცხადა ტიმ ატკინმა.
4 ივნისს, საზეიმოღონისძიებაზესოფლის მეურნეობის მიისტრმა ოთარ დანელიამ დაჟიურის წევრებმასხვადასხვაკატეგორიაშიგამარჯვებულიღვინოებიდააჯილდოვეს. კონკურსში ფარგლებში ჯილდო114 დასახელების ღვინომ მიიღო. აქედან: ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა 62 სახეობის ღვინომ, ვერცხლის - 27, ოქროს მედალი - 16 სახეობის ღვინომ, სპეციალური - პრიზი ე.წ ,,ტროფი“ (TROPHY) – 8 სახეობის ღვინოს გადაეცა. წლის საუკეთესო ღვინოდ კომპანიის ,,საწნახელი“ წარმოებული ღვინო ,,ქვევრის საფერავი რჩეული“ დასახელდა.
,,მეღვინეობა ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებაა. შესაბამისად, ჩვენ ვიქნებით ყველა იმ ღონისძიების მხარდამჭერი, რაც მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარებას შეუწყობს ხელს. მსგავსი ღონისძიება მნიშვნელოვანია ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის. წელს, კონკურსში 100-ზე მეტი გამარჯვებული ღვინო გამოვლინდა, რაც ნამდვილად შთამბეჭდავი და მისასალმებელია. კონკურსის ჟიურის წევრები არიან მსოფლიოში აღიარებული ღვინის ექსპერტები, სპეციალისტები და ღვინის ჟურნალისტები, რომელთა მოსაზრება და შეფასება მართლაც მნიშვნელოვანია. სწორედ მათ მიერ ქართული ღვინის აღიარება ხელს შეუწყობს მის პოპულარიაზციას საერთაშორისო ბაზარზე და კიდევ ერთხელ იქნება გზავნილი მსოფლიოსთვის, რომ საქართველო ღვინის აკვანია“, - აღნიშნა ოთარ დანელიამ.
,,ღვინისადაალკოჰოლურისასმელებისსაერთაშორისოგამოფენა – WinExpo Georgia“ საგამოფენოცენტრის „ექსპოჯორჯია“ ორგანიზებით და საქართველოსსოფლისმეურნეობისსამინისტროს ღვინისეროვნულისააგენტოს ოფიციალური მხარდაჭერით უკვე მე-9 წელია ყოველწლიურად იმართება.
გამოფენაზე ტრადიციულად წარმოდგენილიაროგორცღვინოდაალკოჰოლურისასმელები,ასევეღვინის საწარმო მანქანა–დანადგარები, აქსესუარები, გადამამუშავებელიხაზები, შესაფუთი მასალა,მინისტარისადასაცობისმწარმოებელიდა დისტრიბუტორიკომპანიები. გამოფენის ფარგლებში მცირედაოჯახურიმარნებისა და ქვევრის ღვინის მწარმოებლების სპეციალური კუთხეც ეწყობა.
ღვინისმე-8 საერთაშორისოკონკურსი - 8th International Wine Award გამარჯვებული (სპეციალური ოქრო (ტროფი) და ოქრო) ღვინოებია:
წლის საუკეთესო ღვინო - ქვევრის საფერავი რჩეული 2013 ( კომპანია ,,საწნახელი“)
- სპეციალური ჯილდო - ,,ოქროს ტროფი“
- მანავი 2014 - თეთრი მშრალი (კომპანია ,,კახური ღვინის მარანი“)
- ქისი 2013 - ქვევრის თეთრი მშრალი (კომპანია ,,გრავისი“)
- რქაწითელი 2013 - ქვევრის თეთრი მშრალი (კომპანია ,,შალაურის მარანი“)
- მწვანე 2012 - ქვევრის თეთრი მშრალი (კომპანია ,,ბაბანეურის მარანი“)
- ოკალეში 2015 - წითელი მშრალი (კომპანია ,,გიუაანი“)
- მუკუზანი გეორგიკა - წითელი მშრალი (კომპანია ,,შუმი“)
- ქვევრის საფერავი რჩეული 2013 - ქვევრის წითელი მშრალი (კომპანია ,,საწნახელი“)
- ახაშენი - წითელი ნახევრად ტკბილი (კომპანია ,,მარანული“)
- ოქროს მედალი
- მანავი 2014 - თეთრი მშრალი (კომპანია ,,კახური ღვინის მარანი“)
- კახური მწვანე 2015- ქვევრის თეთრი მშრალი (კომპანია ,,შალაურის მარანი“)
- რქაწითელი 2014 - ქვევრის თეთრი მშრალი (კომპანია ,,გიუაანი“)
- რქაწითელი 2014 – ქვევრის თეთრი მშრალი (კომპანია ,,გრავისი“)
- ქისი 2013 - ქვევრის თეთრი მშრალი (კომპანია ,,გრავისი“)
- რქაწითელი 2013 - ქვევრის თეთრი მშრალი (კომპანია,,შალაურის მარანი“)
- მწვანე 2012 - ქვევრის თეთრი მშრალი (კომპანია,,ბაბანეურის მარანი“)
- ოჯალეში 2015 - წითელი მშრალი (კომპანია ,,გიუაანი“)
- მუკუზანი გეორგიკა 2013 წითელი მშრალი (კომპანია ,,შუმი“)
- მუკუზანი იბერიკა 2013 - წითელი მშრალი (კომპანია ,,შუმი“)
- მუკუზანი 2009 - წითელი მშრალი (კომპანია ,,კახური ღვინის მარანი“)
- ქვევრის საფერავი 2015 - ქვევრის წითელი მშრალი (კომპანია ,,ვაზი +“)
- ქვევრის რჩეული საფერავი 2013 - ქვევრის წითელი მშრალი (კომპანია ,,საწნახელი“)
- ქვევრის საფერავი 2013 - ქვევრის წითელი მშრალი (კომპანია ,,ფალავანი“)
- ქვევრი საფერავი 2012 - ქვევრის წითელი მშრალი (კომპანია ,,წინანდლის ძველი მარანი)
- ახაშენი 2015 - ჭითელი ნახევრად ტკბილი (კომპანია ,,მარანული“)
პოლიტიკა
- საქართველოში ჩატარებულმა საპარლამენტო არჩევნებმა ქვეყნის დემოკრატიული უკუსვლა დაამტკიცა - ჯოზეფ ბორელი
- განაჩენი გამოტანილია, ეს არჩევნები არ შედგა - პრეზიდენტი
- რასა იუკნევიჩიენე ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მუდმივ მომხსენებლად დაინიშნა
- დავით კირთაძის წინააღმდეგ შსს-მ გამოძიება ცესკოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო
სამართალი
- საპროტესტო აქციაზე პოლიციამ სამი დემონსტრანტი დააკავა
- პროკურატურის ცნობით, არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიება 47 საქმეზე მიმდინარეობს
- პოლიციამ სადახლოს საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა
- თბილისში მომხდარ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარედგინა
მსოფლიო
- ევროკავშირი ისრაელთან პოლიტიკრი დიალოგის შეჩერებას განიხილავს
- გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 23 თებერვალს გაიმართება
- ეჭვიც არ მეპარება, რომ კამალა ჰარისი გააგრძელებს ბრძოლას მიზანდასახულობითა და მონდომებით, ის გააგრძელებს, იყოს ჩემპიონი ყველა ამერიკელისთვის - ჯო ბაიდენი
- როდესაც არჩევნებს ვაგებთ, ჩვენ ვაღიარებთ შედეგებს, ეს პრინციპი განასხვავებს დემოკრატიას ტირანიისგან - კამალა ჰარისი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „არ მოატყუო ზამთარი“ და შეცვალე საბურავი „თეგეტა მოტორსში“
- „მეორადი საბურავი საფრთხის რისკს ზრდის“ - ეკა ლალიაშვილი, „ალიანსი საგზაო უსაფრთხოებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე
- შეამოწმე და შეცვალე აკუმულატორი ზამთრისთვის - რჩევები „თეგეტა მოტორსისგან“
- ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტემები „თეგეტა მოტორსში“
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს
- გურამ თუშიშვილმა მეოთხედფინალში ტედი რინერთან დამარცხების შემდეგ დისკვალიფიკაცია მიიღო და ასპარეზობიდან მოიხსნა