„საქართველო - სანდო ბიზნეს პარტნიორი აღმოსავლეთ ევროპაში“ - დუბლინში გამართულ ბიზნეს კონფერენციაზე საქართველოს შესახებ პრეზენტაცია გაიმართა

საქართველო, თბილისი - 12:16 | 04.06.2016
ნანახია: 1356

2016 წლის 2 ივნისს, ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, გიორგი ზურაბაშვილმა მონაწილეობა მიიღო ირლანდიის მეწარმეობის ხელშეწყობის  სააგენტოსა (Enterprise Ireland) და ირლანდია-ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სავაჭრო პალატის (i-Cham) ერთობლივ ბიზნეს კონფერენციაში, რომელიც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების  ეკონომიკური და საინვესტიციო პოტენციალის წარმოჩენას მიეძღვნა.

საქმეთა დროებითმა რწმუნებული კონფერენციის მონაწილეების წინაშე წარსდგა მოხსენებით „საქართველო - სანდო ბიზნეს პარტნიორი აღმოსავლეთ ევროპაში“. გია ზურაბაშვილმა საკუთარ გამოსვლაში ისაუბრა საქართველოში საერთაშორისო ბიზნესისა და ინვესტიციებისთვის არსებულ ხელსაყრელ გარემოზე, ბიზნეს საქმიანობის სიმარტივეზე, მოქნილ საგადასახადო სისტემაზე, კორუფციის დაბალი დონეზე, სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და სხვა მნიშვნელოვანი ასპექტებზე, რაც საქართველოს მიმზიდველს ხდის საერთაშორისო ბიზნესისთვის.  მან ასევე  ვრცლად ისაუბრა ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით გატარებულ წარმატებულ რეფორმებზე.

საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გამოხატა მზადყოფნა,  შესაძლებლობების ფარგლებში, ხელი შეუწყოს საქართველოში საქმიანობის დაწყების მსურველ ირლანდიელ ბიზნესმენებს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ირლანდიის ბიზნეს წრეების, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში მოღვაწე საერთაშორისო კომპანიებისა და ირლანდიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე