Express Bank-ი სერვისცენტრების ქსელის გაფართოვებას განაგრძობს

საქართველო, თბილისი - 11:49 | 03.06.2016
ნანახია: 1135

Express Bank-მა, ყველაზე მარტივმა ბანკმა დღეს კიდევ ერთი ახალი სერვისცენტრი გახსნა. დღეიდან მომხმარებელი Express Bank-ით სარგებლობას, თბილისში, თვალჭრელიძის ქ. N2-ში, სავაჭრო ცენტრი  East Point-ში შეძლებს.

Express Bank-ის სერვისცენტრებში მომხმარებელს საშუალება აქვს მარტივად შეასრულოს ნებისმიერი სტანდარტული ტიპის საბანკო ოპერაცია, ასევე ისარგებლოს Express სესხით, Express ანაბრით და ახლა უკვე Express Card-ზე სრულიად ახალი ფუნქციით - ბანკის მიერ დამტკიცებული 1500 ლარამდე საკრედიტო ლიმიტით.

 საქართველოს მასშტაბით, მომხმარებელს ყველაზე მარტივი მომსახურება Express Bank-ის 118 სერვისცენტრში შეუძლია მიიღოს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე