ნინო წმინდაში სამონასტრო კომპლექსისა და ტურისტული ცენტრის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 16:42 | 02.06.2016
ნანახია: 1186

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალურიგანვითარების ფონდი, ნინოწმინდის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.

პროქტის ფარგლებში, გარდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტერიტორიაზე არსებული შენობებისა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა  წყლისა და კანალიზაციის ქსელს. ტურისტული ინფრასტრუქტურის გამართვის მიზნით მოეწყოავტოსადგომი და ტურისტული ცენტრი. მონასტრის ტერიტორიაზე არსებული ღვინის სარდაფი მოპირკეთდა რიყის  ქვებითა და ქართული აგურით. ნინოწმინდის სამონასტრო კომპლექსთან მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები  დასკვნით ფაზაშია.

პროექტი მსოფლიო ბანკმადააფინანსა. მისი საერთო ღირებულება 670 610,89 ლარია. პროექტის მიზანიკულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნებაში წვლილის შეტანა და საქართველოში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობაა.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე