გურჯაანში ალკოჰოლური სასმელების საწარმო გაიხსნა
საქართველო, თბილისი - 16:04 | 02.06.2016 ნანახია: 1522საქართველოში დაწყებულია სოფლის ფეხზე წამოდგომის შეუქცევადი პროცესი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სოფლის ძლიერებაზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის ძლიერება, - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გურჯაანში, შპს „BOLERO & COMPANY“-ს და შპს „გრუზვინპრომის“ ალკოჰოლური სასმელების ქარხნის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სოფლის მეურნეობის განვითარება ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით ბოლო წლებში განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის მეშვეობით, 1000-ზე მეტი საწარმო გადაიარაღდა, ასევე, გაიხსნა ახალი საწარმოები.
„მეღვინეობა და მევენახეობა საქართველოსთვის ისტორიულად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დარგია, რომელმაც ჩვენი ქვეყნის იდენტობა დღემდე შემოინახა და ამდენად, ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ამ დარგის განვითარება. მოხარული ვარ, რომ ეს საწარმო გაიხსნა. უკანასკნელი წლების განმავლობაში ძალიან დიდ წარმატებას მივაღწიეთ - 6 ათას ჰექტარზე მეტი ახალი ვენახია გაშენებული ბოლო 3 წლის განმავლობაში, რაც ფანტასტიური მაჩვენებელია იმისა, რომ საქართველოს სოფელი ფეხზე წამოდგომას იწყებს. ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგი, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ. ბოლო 3 წლის განმავლობაში 400 მილიონ ლარზე მეტი შევიდა საქართველოს ოჯახებში, მათ შორის, კახეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და სხვა რეგიონებში, სადაც მევენახეობა-მეღვინეობის ძალიან მზარდი დინამიკაა და ეს ტენდენცია მომავალშიც შენარჩუნდება“, - განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ ეს არის სოფლად წელმაგარი, წელში გამართული ოჯახების არსებობის საწინდარი, რაც ქვეყნის ძლიერების წინაპირობაა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მთავრობა განსაკუთრებული ყურადღებით მიუდგება რეალიზაციის საკითხს. უკვე შექმნილია სპეციალური ინსტიტუტი ექსპორტის წახალისებისთვის, რომელიც უახლოეს თვეებში დაიწყებს ფუნქციონირებას და გამოყოფილია ათობით მილიონი სპეციალური რესურსი საქართველოს ღვინის ექსპორტის წახალისებისთვის. პრემიერის შეფასებით, მნიშვნელოვანია ქართული ღვინის რეალიზაციის დივერსიფიკაცია, ახალი ბაზრების ათვისება, რაც ბოლო წლებში აქტიურად ხორციელდება.
„ჩვენთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ტრადიციული ბაზარი რუსეთის სახით, მაგრამ ვითვისებთ ახალ ბაზრებს, როგორიცაა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნები, ასევე - ჩინეთის ბაზარს. ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვაქვს ევროპასთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება და ევროპის ბაზარზე ქართული ღვინო სულ უფრო და უფრო ცნობადი ხდება, ასევე აშშ-ში იზრდება ქართული ღვინის რეალიზაცია და ჩვენი სახელმწიფოს, მთავრობის მიზანდასახული ქმედებებით, მივაღწევთ რეალიზაციის დივერსიფიკაციას“, - აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა ბორდოში განხორციელებულ ვიზიტზე ისაუბრა. პრემიერის შეფასებით, უაღრესად საამაყოა, რომ მსოფლიო მეღვინეობის ბიზნესის ცენტრის, ბორდოს ღვინის ცივილიზაციათა მუზეუმში, რომელიც 31 მაისს გაიხსნა, საქართველოსთვის სპეციალური ადგილი გამოიყოფა, ხოლო მომავალ წელს მთელი სეზონი ქართულ ღვინოს და მეღვინეობას მიეძღვნება.
„საქართველოს ექნება საშუალება, ბორდოში წარმოადგინოს ქართული მეღვინეობის მიმართულება, როგორც აკვანი მსოფლიო მეღვინეობის ცივილიზაციისა. ჩვენთვის უაღრესად საამაყოა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი და ბორდოს მერი თავიანთ გამოსვლაში ახსენებენ, რომ საქართველო მეღვინეობის ცივილიზაციის აკვანია. ეს არის უდიდესი მიღწევა“, - განაცხადა პრემიერმა და ამ უდიდეს მოვლენაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა სოფლის მეურნეობის მინისტრს, ქართველ მეღვინეებს, „შუხმან ვაინსის“ და სხვა კომპანიების წარმომადგენლებს, დიპლომატიურ მისიებს.
პრემიერმა გაიხსენა 2000 წელი, როდესაც ლონდონში, ვინოპოლისის მუზეუმში პირველად გაიხსნა საქართველოს დარბაზი - „საქართველო - ღვინის ცივილიზაციის აკვანი“ და ის, რომ ეს ევროპაში პირველად დაფიქსირდა, კომპანია „ჯი ვი ეს“-ის და ლევან გაჩეჩილაძის დამსახურება იყო. გიორგი კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ წინ კიდევ ბევრი წარმატებაა და კერძო ინიციატივების დახმარებით, შესაძლებელი იქნება, საქართველო გახდეს ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი და ცნობადი მეღვინეობის ქვეყანა მსოფლიოში, რადგან ბევრმა ეს არ იცის.
მთავრობის მეთაურმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოს ეკლესიას იმისთვის, რასაც ის ქართული მეღვინეობის უძველესი ტრადიცების შენარჩუნებისა და მსოფლიო მასშტაბით ამ ტრადიციების გასატანად აკეთებს.
„ძალიან მნიშვნელოვანია ავთენტურობის შენარჩუნება და ამისთვის ქართული ეკლესია დღეს ძალიან ბევრს იღწვის, რისთვისაც მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ“, - მიმართა პრემიერმა ქარხნის პრეზენტაციაზე მყოფ მეუფეებს.
მთავრობის მეთაურმა ასევე მადლობა გადაუხადა კომპანია „ბოლეროს“ ხელმძღვანელობას. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მთავრობის პრინციპია, რომს ახელმწიფო არ უნდა უწევდეს კონკურენციას კერძო ბიზნესს და ამ პრინციპიდან გამომდინარე მოხდა სახელმწიფო მფლობელობაში არსებული ქარხნის პრივატიზაცია, რომელსაც დღეს კერძო მეპატრონე ჰყავს.
პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ კომპანია ბევრს გააკეთებს არა მხოლოდ საკუთარი სახელის ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასატანად, არამედ მსოფლიოს მასშტაბით საქართველოს მეღვინეობის წარმოჩენისათვის.
პრემიერ-მინისტრმა ახლად გახსნილი საწარმო დაათვალიერა, ასევე კომპანიის მიერ წარმოებული ღვინო და ბრენდი დააგემოვნა.
„Bolero & Company“ 2012 წელს დაარსებული წარმატებული კომპანიაა, რომელმაც მოღვაწეობა საკონიაკე სპირტების წარმოების სფეროში დაიწყო და მალე ლიდერი პოზიცია დაიკავა საექსპორტო ბაზარზე. ამჟამად კომპანია წარმატებით ახორციელებს ჩამოსხმული პროდუქციის - ღვინისა და ბრენდის ექსპორტს რუსეთის, უკრაინის, ჩინეთის ბაზრებზე.
პოლიტიკა
- საქართველოში ჩატარებულმა საპარლამენტო არჩევნებმა ქვეყნის დემოკრატიული უკუსვლა დაამტკიცა - ჯოზეფ ბორელი
- განაჩენი გამოტანილია, ეს არჩევნები არ შედგა - პრეზიდენტი
- რასა იუკნევიჩიენე ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მუდმივ მომხსენებლად დაინიშნა
- დავით კირთაძის წინააღმდეგ შსს-მ გამოძიება ცესკოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო
სამართალი
- საპროტესტო აქციაზე პოლიციამ სამი დემონსტრანტი დააკავა
- პროკურატურის ცნობით, არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიება 47 საქმეზე მიმდინარეობს
- პოლიციამ სადახლოს საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა
- თბილისში მომხდარ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარედგინა
მსოფლიო
- ევროკავშირი ისრაელთან პოლიტიკრი დიალოგის შეჩერებას განიხილავს
- გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 23 თებერვალს გაიმართება
- ეჭვიც არ მეპარება, რომ კამალა ჰარისი გააგრძელებს ბრძოლას მიზანდასახულობითა და მონდომებით, ის გააგრძელებს, იყოს ჩემპიონი ყველა ამერიკელისთვის - ჯო ბაიდენი
- როდესაც არჩევნებს ვაგებთ, ჩვენ ვაღიარებთ შედეგებს, ეს პრინციპი განასხვავებს დემოკრატიას ტირანიისგან - კამალა ჰარისი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „არ მოატყუო ზამთარი“ და შეცვალე საბურავი „თეგეტა მოტორსში“
- „მეორადი საბურავი საფრთხის რისკს ზრდის“ - ეკა ლალიაშვილი, „ალიანსი საგზაო უსაფრთხოებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე
- შეამოწმე და შეცვალე აკუმულატორი ზამთრისთვის - რჩევები „თეგეტა მოტორსისგან“
- ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტემები „თეგეტა მოტორსში“
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს
- გურამ თუშიშვილმა მეოთხედფინალში ტედი რინერთან დამარცხების შემდეგ დისკვალიფიკაცია მიიღო და ასპარეზობიდან მოიხსნა