ბათუმის ბულვარში წიგნის ფორმის სუვენირის ჯიხურების განთავსება დაიწყო

საქართველო, თბილისი - 12:48 | 02.06.2016
ნანახია: 1126

ბათუმის ბულვარში წიგნის ფორმის სუვენირის ჯიხურების განთავსება დაიწყო. 
განახლებული ჯიხურები, რომელიც ვერცხლისფერ კონსტრუქციებს ჩაანაცვლებს ძველი ბულვარის ტერიტორიაზე ეტაპობრივად დამონტაჟდება.

ბათუმის ბულვარში სულ წარმოდგენილი იქნება ოცდაათი მწვანე და ბორდოსფერი დახლი, სადაც სუვენირებით მოვაჭრეები ვაჭრობის უფლებას აუქციონში გამარჯვების შემდეგ მოიპოვებენ.

ახალ კონსტრუქციას, სიმბოლურად ამშვენებს წარწერა "ბულვარი 1881" და "ბათუმი|". 
დიზაინის ესკიზი, ბულვარის ადმინისტრაციის დიზაინერ სალომე შავაძეს ეკუთვნის.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე