Saratov Airlines-ს უფა-თბილისის მარშრუტზე ოპერირება სურს

საქართველო, თბილისი - 10:56 | 02.06.2016
ნანახია: 1242

ავიაკომპანია Saratov Airlines-ი ქართულ ავიაბაზარზე შემოდის. ავიაკომპანიამ თბილისი-უფას მიმართულებით რეგულარული ფრენების დაწყებისთვის შესაბამისი ნებართვის მოსაპოვებლად რუსეთის ავიაციის სამსახურს უკვე ოფიციალურად მიმართა.

თავის მხრივ „როსავიაციამ“ უკვე გააკეთა განცხადება, რომ აღნიშნულ მიმართულებაზე ფრენების დაწყებას შესაძლებლად მიიჩნევს.

 აღსანიშნავია, რომ 2015 წელს Saratov Airlines-ი 525,6 ათას მგზავრს მოემსახურა. როგორც tourprom წერს, ავიაკომპანია გასულ წელს სკანდალშიც გაეხვა, როდესაც 500 ტურისტმა სწორედ Saratov Airlines-ის მიზეზით იზარალა, რადგანაც ავიაკომპანიას  რუსეთის საავიაციო სამსახურმა საერთაშორისო ფრენების განხორციელება აუკრძალა. გეგმის მიხედვით კი საერთაშორისო რეისზე ავიაკომპანიას 5 თვითმფრინავი უნდა გაეგზავნა, რომელზედაც 100-100 მგზავრი იქნებოდა. როგორც შემდგომ გაირკვა, ავიაკომპანიისთვის ფრენების აკრძალვის მიზეზი ფრენის დროს გამოვლენილი დისციპლინარული დარღვევა  გახდა. უფრო კონკრეტულად კი ერთ-ერთი ფრენის დროს პილოტის კაბინაში თავად Saratov Airlines-ის  გენერალური დირექტორის ქალიშვილი იმყოფებოდა.

თუმცაღა 2016 წლის აპრილში „როსავიაციამ“ Saratov Airlines-ს საერთაშორისო ფრენების განხორციელების უფლება დაუბრუნა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე