“ოქსფამი” და „ელკანა“ საქართველოს ფერმერთა კონგრესს მასპინძლობენ
საქართველო, თბილისი - 15:28 | 01.06.2016 ნანახია: 12302 ივნისს, 12:00 საათზე, თბილისის საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“საქართველოს ფერმერთა რიგით მეორე კონგრესი გაიმართება. კონგრესზე მოწვეული არიან ქვეყნის ცხრა რეგიონის ფერმერი დელეგატები, რომლებიც შეხვდებიან სოფლის მეურნეობის სექტორში გადაწყვეტილების უფლებამოსილ ოფიციალურ პირებს და გამართავენ დიალოგს აგროსფეროს გამოწვევების შესახებ.
კონგრესს დაესწრებიან ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობის ატაშე სოფლის მეურნეობის დარგში კრისტინა კასელა, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი მიშელაძე და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ზურაბ ლიპარტია. მოწვეულ სტუმრებს შორის იქნებიან საქართველოს პარლამენტის, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პროფესიული ასოციაციების წარმომადგენლები.
საქართველოს ფერმერთა კონგრესი წარმოადგენს უნიკალურ პლატფორმას, რომელიც ხელს უწყობს ფერმერებისა და გადაწყვეტილების მიმღები სტრუქტურების დაახლოებასა და დიალოგს. კონგრესზე განხილულ საკითხებს შორის აქცენტები გაკეთდება მასზე, თუ რა გავლენას ახდენს სურსათის უვნებლობის რეფორმები მცირე მეურნეების საქმიანობაზე, რა გამოწვევები და პერსეპექტივებია ბაზრებზე მცირე მეურნეების ხელმისაწვდომობის კუთხით, რა საინვესტიციო, საკრედიტო და სუბსიდირების რესურსები არსებობს მცირე ფერმერული მეურნეობებისა და კოოპერატივებისათვის.
კონგრესის მსვლელობის დროს გაიმართება ტელეხიდი, რომლის დროს თელავის ტელევიზიის „თანამგზავრი“ და ახალციხის ტელეარხის „მეცხრე არხის“ სტუდიებიდან ადგილობრივი ფერმერები მოწვეულ სტუმრებს დაუსვამენ მათთვის საინტერესო შეკითხვებს.
საქართველოს ფერმერთა კონგრესს წინ უძღოდა რეგიონული შეხვედრები, რომლის დროსაც ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანამ“ შეარჩია კონგრესის მონაწილე 150 დელეგატი. რეგიონულ შეხვედრებზე ფერმერებმა წინასწრ მოამზადეს ის თემები და საკითხები, რომლებსაც კონგრესი განიხილავს.
საქართველოს ფერმერთა კონგრესი იმართება პროექტის – „ეროვნული სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიის სრულყოფა და მცირე ფერმერების მხარდაჭერა“ – ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტს ახორცილებენ ოქსფამის საქართველოს წარმომადგენლობა და მისი პარტნიორი ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“. პროექტის მიზანია დაეხმაროს საქართველოს მთავრობას სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიის შემუშავებასა და აღსრულებაში. სასურსათო უსაფრთხოება გულისხმობს მთავრობის ვალდებულებას, დაგეგმოს და განახორციელოს ისეთი პოლიტიკა, რომელიც გრძელვადიანად უზრუნველყოფს ნებისმიერი მოქალაქის უფლებას, ხელი მიუწვდებოდეს საკმარის და ხარისხიან სურსათზე.
სასურსათო უსაფრთხოების გამოწვევების დაძლევის ერთ-ერთი მექანიზმი მცირე მეურნეობების განვითარება და მათი ადგილობრივ ბაზრებზე ხელმისაწვდომობის მხარდაჭერაა, რაც თავისთავად გაზრდის ადგილობრივი დივერსიფიცირებული პროდუქციის წარმოებას.
პოლიტიკა
- საქართველოში ჩატარებულმა საპარლამენტო არჩევნებმა ქვეყნის დემოკრატიული უკუსვლა დაამტკიცა - ჯოზეფ ბორელი
- განაჩენი გამოტანილია, ეს არჩევნები არ შედგა - პრეზიდენტი
- რასა იუკნევიჩიენე ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მუდმივ მომხსენებლად დაინიშნა
- დავით კირთაძის წინააღმდეგ შსს-მ გამოძიება ცესკოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო
სამართალი
- საპროტესტო აქციაზე პოლიციამ სამი დემონსტრანტი დააკავა
- პროკურატურის ცნობით, არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიება 47 საქმეზე მიმდინარეობს
- პოლიციამ სადახლოს საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა
- თბილისში მომხდარ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარედგინა
მსოფლიო
- ევროკავშირი ისრაელთან პოლიტიკრი დიალოგის შეჩერებას განიხილავს
- გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 23 თებერვალს გაიმართება
- ეჭვიც არ მეპარება, რომ კამალა ჰარისი გააგრძელებს ბრძოლას მიზანდასახულობითა და მონდომებით, ის გააგრძელებს, იყოს ჩემპიონი ყველა ამერიკელისთვის - ჯო ბაიდენი
- როდესაც არჩევნებს ვაგებთ, ჩვენ ვაღიარებთ შედეგებს, ეს პრინციპი განასხვავებს დემოკრატიას ტირანიისგან - კამალა ჰარისი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „არ მოატყუო ზამთარი“ და შეცვალე საბურავი „თეგეტა მოტორსში“
- „მეორადი საბურავი საფრთხის რისკს ზრდის“ - ეკა ლალიაშვილი, „ალიანსი საგზაო უსაფრთხოებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე
- შეამოწმე და შეცვალე აკუმულატორი ზამთრისთვის - რჩევები „თეგეტა მოტორსისგან“
- ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტემები „თეგეტა მოტორსში“
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს
- გურამ თუშიშვილმა მეოთხედფინალში ტედი რინერთან დამარცხების შემდეგ დისკვალიფიკაცია მიიღო და ასპარეზობიდან მოიხსნა