ტურისტებში აჭარაში მდებარე მწვანე ტბისადმი ინტერესი იზრდება

საქართველო, თბილისი - 12:27 | 01.06.2016
ნანახია: 4193

10 ადგილიდან ერთ-ერთი, რომელიც აჭარაში ჩასულმა ტურისტმა აუცილებლად უნდა ნახოს მწვანე ტბაა. მწვანე ტბა ზემო აჭარაში, გოდერძის უღელტეხილთან ახლოს, არსიანის ქედის ჩრდილოეთით მდებარეობს. ტბაზე წასვლა გვიან გაზაფხულზე,  ზაფხულსა და შემოდგომის პირველ ნახევარშია შესაძლებელი. ზამთარში ტბასთან მისვლა შეუძლებელია, თოვლის მაღალი საფარის გამო. მწვანე ტბა განსაკუთრებით ლამაზია შემოდგომაზე. 

როგორც აჭარის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში აცხადებენ, ტურისტებში მწვანე ტბისადმი ინტერესი მზარდია. ცენტრში აცახდებენ, რომ მწვანე ტბით უმეტესად ადგილობრივი ტურისტები ინტერესდებიან.

ბათუმიდან მწვანე ტბასთან პირდაპირი ტრანსპორტი დანიშნული არ დადის, თუმცა მაღალი განვლადობის ავტომობილ;ების დაქირავება ადგილზე შესაძლებელია.

ტურიტს ასევე შეუძლია ბათუმიდან მიკროავტობის საშუალებით ხულოს ცენტრში ავიდეს და ამის შემდეგ დაიქირაოს მაღალი განვლადობის ავტომობილი, რაც მის ხარჯებს უფრო შეამცირებს. ბათუმიდან ხულოს მიმართულებით ტრანსპორტი ყოველ 1 საათში გადის და მგზავრობის ღირებულება 5 ლარია.

ხულოში ასულ ტურისტს კი დეტალურ ინფორმაციას უკვე ხულოს ტურისტულ საინფორმაციო ცენტრში მიაწოდებენ. სწორედ აქ მიიღებს ტურისტი ინფორმაციას, თუ სად და ვისგან დაიქირაოს ტრანსპორტი და ასევე შეძლებს მიიღოს ინფორმაცია მწვანე ტბის მიმდებარედ ღამის თევის ადგილების შესახებაც, რაც სოფელ დანისპარაულშია შესაძლებელია და იქ დარჩენა ერთი დღით (3 ჯერადი კვებით) 30-40 ლარია.

აღსანიშნავია, რომ ტბის სანაპიროზე წყლის დონე დაბალია, მაგრამ სიღრმეში ტბის ფსკერი ერთბაშად ღრმავდება და  მისი სიღრმე 17 მეტრზე მეტსაც კი აღწევს.

ტბა უზარმაზარ მთებს შორისაა მოქცეული და ნაძვნარითა და წიფლნარითაა შემოსაზღვრული. მშვენიერ ტბას მიწისქვეშა წყაროები ასაზრდოებენ. კამკამა წყალი სარკეში არეკლილ მთებთან ერთად საოცარ სიმშვიდეს და იდილიას ქმნის.

თავად მწვანე ტბა  ზღვის დონიდან 2058 ეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ტბის წყალი სასმელად ვარგისია. ტბაში თევზი არ არის.

 

 

 

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე