მაგთი საკუთარ აბონენტებს მალე 4.5G ქსელს შესთავაზებს

საქართველო, თბილისი - 16:11 | 31.05.2016
ნანახია: 1228

პირველად საქართველოში მაგთიკომი თავის მომხმარებლებს 4.5 თაობის, უახლესი ვერსიის ქსელს შესთავაზებს.

 

მაგთიკომი პირველია საქართველოში მოქმედ მობილურ ოპერატორებს შორის, რომელიც 4.5G (LTE-Advanced) ქსელით იწყებს ოპერირებას.

 2016 წლის 31 მაისს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გამართულ აუქციონზე მაგთიკომმა 800 MHz სიხშირეთა სპექტრი შეიძინა, რომლის ღირებულებამ 25,391,303 ლარი (ოცდახუთი მილიონ სამას ოთხმოცდათერთმეტი ათას სამას სამი ლარი) შეადგინა. აღნიშნული თანხა მთლიანად საქართველოს ბიუჯეტში მიემართება.  

 დღეისათვის მაგთიკომი ერთადერთი მობილური ოპერატორია ქართულ ბაზარზე, რომელიც ორი სიხშირული სპექტრის (LTE 800 და LTE 1800) კომბინაციით, მომხმარებელს  4.5G (LTE-Advanced) ქსელს და უმაღლესი ხარისხის მომსახურებას სთავაზობს, მკვეთრად გაზრდილი ინტერნეტსიჩქარით.

წლების განმავლობაში მაგთიკომს ინტერნეტმოხმარების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს.

„ეს იმის დასტურია, რომ მობილური ინტერნეტის მომხმარებელი ყველაზე ინტენსიურად მაგთიკომის ქსელით სარგებლობს. ამიერიდან კი მაგთიკომის მომხმარებელი უსწრაფესი მობილური ინტერნეტით ისარგებლებს, ტექნოლოგიურად კიდევ უფრო  წინწაწეული, ვრცელი და მაღალი სიხშირით დაფარული LTE-Advanced ქსელის საშუალებით“, აცხადებენ კომპანიაში.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე