ყველაზე ძვირადღირებული ჩანთის ფასი 300 ათასი დოლარია

საქართველო, თბილისი - 15:42 | 31.05.2016
ნანახია: 1745

Christie`s აუქციონზე მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ჩანთა გაიყიდა. როგორც უცხოური პრესა წერს, ჰონკონგში Hermes Birkin-ის ჩანთა, რომელიც ჰიმალაის ნიანგის ტყავისგანაა შეკერილი 300 ათას 168 დოლარად გაიყიდა. ლოტის ფასმა მსოფლიო რეკორდი მოხსნა, რადგანაც აქამდე ასე ძვირად ჩანთა არასოდეს არ გაყიდულა. ჩანთას ღირებულებას თეთრი ოქრო და ბრილიანტის თვლები სძენს, რითაც ისაა გაფორმებული.

ჩანთა უცნობმა კოლექციონერმა შეიძინა. მასზე მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ის აზიიდანაა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ჩანთა წელიწადში მხოლოდ ერთი იკერება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე