შემოსავლების სამსახურმა გადასახადებისაგან თავის არიდების კანონსაწინააღმდეგო სქემა გამოააშკარავა
საქართველო, თბილისი - 16:05 | 30.05.2016 ნანახია: 1330
შემოსავლების სამსახურმა გამოააშკარავა ელექტრონული სასაქონლო ზედნადების უკანონო გამოყენების რამდენიმე ფაქტი, რომელთა ანალიზი გადასახადებისაგან თავის არიდების გარკვეული სქემის მოქმედებას ადასტურებს.
უწყების ინფორმაციით, 6 აპრილს, ხობის რაიონის სოფ. ქვალონში, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს დასავლეთის განყოფილების ოფიცრებმა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევების მონიტორინგის მიზნით, ელექტრონულ სასაქონლო ზედნადებზე გადაამოწმეს ავტომანქანა, რომელსაც ერთ-ერთი ინდივიდუალური მეწარმის სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონელი (პურ-პროდუქტები) გადაჰქონდა.
„გამოვლინდა, რომ მეწარმე პირის მიერ ერთ-ერთ ფიზიკურ პირზე არაერთგზის იყო გამოწერილი ელექტრონული სასაქონლო ზედნადები სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის მიწოდებაზე. საქონლის რაოდენობიდან და ღირებულებიდან გამომდინარე, მონიტორინგის სამმართველოს ოფიცრებმა მიიჩნიეს, რომ ზემოხსენებული ფიზიკური პირი სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებდა გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით, რაზეც ხსენებული ფიზიკური პირის მიმართ შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლის შესაბამისად. 5 მაისს ფიზიკურმა პირმა შემოსავლების სამსახურს მიმართა საჩივრით, სადაც აღნიშნავს, რომ არ ახორციელებს არანაირ სამეწარმეო საქმიანობას, არ აქვს არანაირი სამეწარმეო ურთიერთობა ზემოხსენებულ მეწარმესთან და მის მიერ გამოწერილი სასაქონლო ზედნადებებთან. ვინაიდან, აღნიშნულ ქმედებებში შეინიშნებოდა საგადასახადო რისკები, გადამოწმდა ინდივიდუალური მეწარმის მიერ გამოწერილი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები, რა დროსაც გამოვლინდა, რომ საწარმოს მიერ გარკვეულ პერიოდში გადასახადის გადამხდელად არარეგისტრირებულ 25 ფიზიკურ პირზე გამოწერილია 2 079 ერთეული მიწოდების სასაქონლო ზედნადები, რომელთა ჯამური ღირებულება შეადგენს 67 581 ლარს“, აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.
აღსანიშნავია, რომ ანალოგიური ფაქტი გამოვლინდა 21 აპრილს ქალაქ ქუთაისში, ჭაჭავაძის გამზირზე, სადაც საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრებმა გადაამოწმეს ავტომანქანა, რომლითაც ხორცილდებოდა ერთ-ერთი ინდივიდუალური მეწარმის სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის (კვერცხი) ტრანსპორტირება. ამ შემთხვევაშიც აღმოჩნდა, რომ ფიზიკური პირი, რომელზეც იყო გამოწერილი შესაბამისი ზედნადები, არ ახორციელებს არანაირ სამეწარმეო საქმიანობას და საეჭვოდ მიიჩნევს თავის სახელზე გამოწერილ ელექტრონულ სასაქონლო ზედნადებებს. გადამოწმდა მეწარმე პირის მიერ გამოწერილი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები და გამოვლინდა, რომ საწარმოს მიერ გარკვეულ პერიოდში გადასახადის გადამხდელად არარეგისტრირებულ 1 706 ფიზიკურ პირზე გამოწერილია 1 987 ერთეული მიწოდების სასაქონლო ზედნადები, რომელთა ჯამური ღირებულება შეადგენს 276 868 ლარს.
„ვინაიდან, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები იწვევს საფუძვლიან ეჭვს, რომ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ორივე საქმეზე არსებული მასალები გადაეგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.
შემოსავლების სამსახური შეახსენებს გადასახადის გადამხდელებს, რომ მსგავსი კანონსაწინააღმდეგო სქემები აზარალებს სახელმწიფოს და პრობლემებს უქმნის ფიზიკურ პირებს, რომლებსაც სამეწარმეო საქმიანობასთან არანაირი კავშირი არ აქვთ. ამასთან, შემოსავლების სამსახური კატეგორიულად აფრთხილებს არაკეთილსინდისიერ გადამხდელებს, რომ მსგავს შემთხვევებზე რეაგირება აუცილებლად მოხდება და კანონის დამრღვევების მიმართ შემოსავლების სამსახური განახორციელებს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს“, აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.
პოლიტიკა
- საქართველოში ჩატარებულმა საპარლამენტო არჩევნებმა ქვეყნის დემოკრატიული უკუსვლა დაამტკიცა - ჯოზეფ ბორელი
- განაჩენი გამოტანილია, ეს არჩევნები არ შედგა - პრეზიდენტი
- რასა იუკნევიჩიენე ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მუდმივ მომხსენებლად დაინიშნა
- დავით კირთაძის წინააღმდეგ შსს-მ გამოძიება ცესკოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო
სამართალი
- საპროტესტო აქციაზე პოლიციამ სამი დემონსტრანტი დააკავა
- პროკურატურის ცნობით, არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიება 47 საქმეზე მიმდინარეობს
- პოლიციამ სადახლოს საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა
- თბილისში მომხდარ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარედგინა
მსოფლიო
- ევროკავშირი ისრაელთან პოლიტიკრი დიალოგის შეჩერებას განიხილავს
- გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 23 თებერვალს გაიმართება
- ეჭვიც არ მეპარება, რომ კამალა ჰარისი გააგრძელებს ბრძოლას მიზანდასახულობითა და მონდომებით, ის გააგრძელებს, იყოს ჩემპიონი ყველა ამერიკელისთვის - ჯო ბაიდენი
- როდესაც არჩევნებს ვაგებთ, ჩვენ ვაღიარებთ შედეგებს, ეს პრინციპი განასხვავებს დემოკრატიას ტირანიისგან - კამალა ჰარისი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „არ მოატყუო ზამთარი“ და შეცვალე საბურავი „თეგეტა მოტორსში“
- „მეორადი საბურავი საფრთხის რისკს ზრდის“ - ეკა ლალიაშვილი, „ალიანსი საგზაო უსაფრთხოებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე
- შეამოწმე და შეცვალე აკუმულატორი ზამთრისთვის - რჩევები „თეგეტა მოტორსისგან“
- ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტემები „თეგეტა მოტორსში“
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს
- გურამ თუშიშვილმა მეოთხედფინალში ტედი რინერთან დამარცხების შემდეგ დისკვალიფიკაცია მიიღო და ასპარეზობიდან მოიხსნა