თბილისი საქართველო-სლოვაკეთის ბიზნესფორუმს მასპინძლობს

საქართველო, თბილისი - 10:13 | 30.05.2016
ნანახია: 1300

 

 თბილისი საქართველო-სლოვაკეთის ბიზნესფორუმს მასპინძლობს. ღონისძიებას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი სლოვაკეთის პრეზიდენტი ანდრეი კისკა გახსნიან.

ბიზნესფორუმი საქართველოს ეროვნული საინვესტიციო საგენტოს, სლოვაკეთის ინვესტიციების და ვაჭრობის განვითარების სააგენტოს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებით  და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პარტნიორობით იმართება.

ფორუმში მონაწილეობას იღებენ ქართველი და სლოვაკი ბიზნესის წარმომადგენლები უპირატესად ისეთი ბიზნეს-სექტორებიდან როგორებიცაა ენერგეტიკა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ტრანსპორტი,ლოჯისტიკა, ინფრასტრუქტურა და ვაჭრობა.

ღონისძიებაზე ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი, გიორგი პერტაია ბიზნესმენებს საქართველოს საინვესტიციო გარემოს, სხვადასხვა მოწინავე სექტორების კონკურენტულ უპირატესობებს და ბიზნეს შესაძლებლობებს გააცნობს.

როგორც ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოში განმარტავენ, ენერგეტიკის სექტორის მიმართ განსაკუთრებული ინტერესის გათვალისწინებით, ცალკე პრეზენტაციას აღნიშნულ სექტორში საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ გააკეთებს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, ილია ელოშვილი.

ღონისძიება ასევე ითვალისწინებს ორმხრივი  „B2B“ შეხვედრების სესიას, სადაც ორი ქვეყნის კერძო სექტორის წარმომადგებლები  შეძლებენ პირისპირ შეხვედრის ფორმატში გააცნონ ერთმანეთს საკუთარი საქმიანობა და განიხილონ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე