ბათუმის პორტში ევროკავშირის ყველაზე დიდი სამეცნიერო-კვლევითი ხომალდი შევიდა
საქართველო, თბილისი - 15:46 | 27.05.2016 ნანახია: 1338ბათუმის საზღვაო პორტში ევროკავშირის ყველაზე დიდი სამეცნიერო-კვლევითი ხომალდი „მარე ნიგრუმი“ შევიდა, რომლის მეშვეობით შავი ზღვის უნიკალური ქართულ-უკრაინული კვლევა ხორციელდება. კვლევის მიზანი შავი ზღვის ბუნებრივი გარემოს შენარჩუნება და გარემოსდაცვითი მონიტორინგის გაუმჯობესებაა. კვლევაში მონაწილეობენ მეცნიერები უკრაინიდან, საქართველოდან და ევროკავშირის ხუთი სახელმწიფოდან.
აღსანიშნავია, რომ შავი ზღვის კვლევა ხორციელდება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ინიციატივით, საქართველოსა და უკრაინის სახელმწიფო უწყებებთან და სამეცნიერო დაწესებულებებთან თანამშრომლობით.
კვლევის პირველი ეტაპი ჩატარდა 17-23 მაისს უკრაინის ეკონომიკურ ზონაში.
ამის შემდეგ სამეცნიერო-კვლევითი ხომალდი „მარე ნიგრუმ“ გავიდა ოდესის პორტიდან და გაემგზავრა ბათუმის მიმართულებით. ნაოსნობის მსვლელობაში მიმდინარეობდა კვლევები შავი ზღვის ღრმაწყლიან ცენტრალურ ნაწილში. კვლევითი პროგრამა დასრულდება 30 მაისს საქართველოს ეკონომიკურ ზონაში.
შავი ზღვის ერთობლივი კვლევის ფარგლებში ჩატარდება უნიკალური დაკვირვებები, რომლებიც არასდროს შესრულებულა შავი ზღვის კვლევის ისტორიაში.
კვლევა ასევე ხელს შეუწყობს საქართველოსა და უკრაინის მიერ ზღვის სტრატეგიის შესახებ ევროკავშირის დირექტივების შესრულებას, რაც გათვალისწინებულია ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებით.
შავი ზღვის ერთობლივი კვლევა ხორციელდება „შავი ზღვის გარემოსდაცვითი მონიტორინგის გაუმჯობესების“ (EMBLAS) პროექტის ფარგლებში, რომლის თანადამფინანსებლები არიან ევროკავშირის კომისია (EC) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP).
პოლიტიკა
- საქართველოში ჩატარებულმა საპარლამენტო არჩევნებმა ქვეყნის დემოკრატიული უკუსვლა დაამტკიცა - ჯოზეფ ბორელი
- განაჩენი გამოტანილია, ეს არჩევნები არ შედგა - პრეზიდენტი
- რასა იუკნევიჩიენე ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მუდმივ მომხსენებლად დაინიშნა
- დავით კირთაძის წინააღმდეგ შსს-მ გამოძიება ცესკოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო
სამართალი
- საპროტესტო აქციაზე პოლიციამ სამი დემონსტრანტი დააკავა
- პროკურატურის ცნობით, არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიება 47 საქმეზე მიმდინარეობს
- პოლიციამ სადახლოს საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა
- თბილისში მომხდარ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარედგინა
მსოფლიო
- ევროკავშირი ისრაელთან პოლიტიკრი დიალოგის შეჩერებას განიხილავს
- გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 23 თებერვალს გაიმართება
- ეჭვიც არ მეპარება, რომ კამალა ჰარისი გააგრძელებს ბრძოლას მიზანდასახულობითა და მონდომებით, ის გააგრძელებს, იყოს ჩემპიონი ყველა ამერიკელისთვის - ჯო ბაიდენი
- როდესაც არჩევნებს ვაგებთ, ჩვენ ვაღიარებთ შედეგებს, ეს პრინციპი განასხვავებს დემოკრატიას ტირანიისგან - კამალა ჰარისი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „არ მოატყუო ზამთარი“ და შეცვალე საბურავი „თეგეტა მოტორსში“
- „მეორადი საბურავი საფრთხის რისკს ზრდის“ - ეკა ლალიაშვილი, „ალიანსი საგზაო უსაფრთხოებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე
- შეამოწმე და შეცვალე აკუმულატორი ზამთრისთვის - რჩევები „თეგეტა მოტორსისგან“
- ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტემები „თეგეტა მოტორსში“
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს
- გურამ თუშიშვილმა მეოთხედფინალში ტედი რინერთან დამარცხების შემდეგ დისკვალიფიკაცია მიიღო და ასპარეზობიდან მოიხსნა