EBRD-ი „საქართველოს ბანკს“ 100 მლნ დოლარს გამოუყოფს
საქართველო, თბილისი - 13:56 | 27.05.2016 ნანახია: 1180EBRD-ი მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს ევროკავშირის სტანდარტებზე გადაწყობაში დაეხმარება, რათა მათ სრულად მოახდინონ იმ შესაძლებლობების სრული პოტენციალის რეალიზაცია, რასაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გულისხმობს.
ადგილობრივ ვალუტაში დაფინანსების მექანიზმის ფარგლებში EBRD-ი სს „საქართველოს ბანკს“ 100 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტს (დაახლოებით 220 მილიონ ლარს) გამოუყოფს, რათა მოხდეს ქვეყნის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა.
როგორც EBRD-ში განმარტავენ, დაფინანსების ხსენებული მექანიზმი მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლებში მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის $50 მილიონიან დაფინანსებას, ცალკე ამ სეგმენტის $40 მილიონიან დაფინანსებას და ამავე სეგმენტში მოქმედი ქალი მეწარმეებისთვის $10 მილიონიან დაფინანსებას - ყოველივე ეს ადგილობრივ ვალუტაში - მიმართული იქნება სს „საქართველოს ბანკიდან“ კერძო სექტორზე გადასესხების მიზნით.
“აღნიშნული დაფინანსების მექანიზმი უპირველეს ყოვლისა მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს დაეხმარება პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესების და წარმოების მოდერნიზაციის მიზნით კაპიტალდაბანდების განხორციელებაში, რათა ამგვარად დაკმაყოფილდეს ევროკავშირის სტანდარტები. შედეგად, ხელსაყრელი გარემო შეიქმნება საქართველოს საერთაშორისო ვაჭრობისთვის და ეკონომიკური ზრდისთვის. ევროკავშირი დაინტერესებულ მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს 15 პროცენტამდე საინვესტიციო მასტიმულირებელ ფაქტორად გამოუყოფს ტექნიკურ დახმარებას. მას საკონსულტაციო მომსახურების სახე ექნება და საერთაშორისო ექსპერტების მიერ იქნება მოწოდებული ევრობანკის მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში. ასევე, დაფინანსების ეს მეზანიზმი გაზრდის წვდომას ადგილობრივ ვალუტაში გამოხატულ საკრედიტო რესურსებზე - რაც ძალზედ საჭიროა - და უშუალოდ ქალი-მეწარმის მართვის ან მფლობელობის ქვეშ არსებულ საწარმოებს დაეხმარება ფინანსების, ტექნიკური ცოდნისა და კონსულტაციების მიღებაში”, აცხადებენ EBRD-ში.
ეს ძალიან მიმზიდველი დაფინანსების ინსტრუმენტია საქართველოში მოქმედი მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის, კომერციული ბანკებისთვის. ყოველივე ამის მიზეზია შემდეგი:
- მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის კრედიტების გაცემა ადგილობრივ ვალუტაში მოხდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის,
- ვადიანობა 5 წლამდე, ხოლო შეღავათიანი პერიოდი - 2 წელი იქნება,
- საინვესტიციო მასტიმულირებელი ფაქტორის სახით 15% ექნებათ მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს (თანხის დაბრუნების სახით),
- პირველი სესხის რისკის დაზღვევა უზრუნველყოფილია მცირე და საშუალო საწარმოებისთვის განსაზღვრული საკრედიტო პორტფელის ჯამური ოდენობის თითქმის 10 პროცენტზე,
- საერთაშორისო ექსპერტების მიერ უფასო ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფა მოხდება კვალიფიციური მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის,
- ახალ ტექნოლოგიებსა და აპრატურა-დანადგარებში კაპიტალდაბანდების ხელშეწყობა იქნება შესაძლებელი.
პოლიტიკა
- საქართველოში ჩატარებულმა საპარლამენტო არჩევნებმა ქვეყნის დემოკრატიული უკუსვლა დაამტკიცა - ჯოზეფ ბორელი
- განაჩენი გამოტანილია, ეს არჩევნები არ შედგა - პრეზიდენტი
- რასა იუკნევიჩიენე ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მუდმივ მომხსენებლად დაინიშნა
- დავით კირთაძის წინააღმდეგ შსს-მ გამოძიება ცესკოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო
სამართალი
- საპროტესტო აქციაზე პოლიციამ სამი დემონსტრანტი დააკავა
- პროკურატურის ცნობით, არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიება 47 საქმეზე მიმდინარეობს
- პოლიციამ სადახლოს საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა
- თბილისში მომხდარ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარედგინა
მსოფლიო
- ევროკავშირი ისრაელთან პოლიტიკრი დიალოგის შეჩერებას განიხილავს
- გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 23 თებერვალს გაიმართება
- ეჭვიც არ მეპარება, რომ კამალა ჰარისი გააგრძელებს ბრძოლას მიზანდასახულობითა და მონდომებით, ის გააგრძელებს, იყოს ჩემპიონი ყველა ამერიკელისთვის - ჯო ბაიდენი
- როდესაც არჩევნებს ვაგებთ, ჩვენ ვაღიარებთ შედეგებს, ეს პრინციპი განასხვავებს დემოკრატიას ტირანიისგან - კამალა ჰარისი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „არ მოატყუო ზამთარი“ და შეცვალე საბურავი „თეგეტა მოტორსში“
- „მეორადი საბურავი საფრთხის რისკს ზრდის“ - ეკა ლალიაშვილი, „ალიანსი საგზაო უსაფრთხოებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე
- შეამოწმე და შეცვალე აკუმულატორი ზამთრისთვის - რჩევები „თეგეტა მოტორსისგან“
- ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტემები „თეგეტა მოტორსში“
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს
- გურამ თუშიშვილმა მეოთხედფინალში ტედი რინერთან დამარცხების შემდეგ დისკვალიფიკაცია მიიღო და ასპარეზობიდან მოიხსნა