თურქულ ტკბილეულზე მსოფლიოში მოთხოვნა იზრდება

საქართველო, თბილისი - 11:48 | 27.05.2016
ნანახია: 4068

თურქული ფახლავა მთელს მსოფლიორში პოპულარული ხდება.

აღმოსავლური ტკბილეული წლიდან წლამდე მოთხოვნადი ხდება და შესაბამისად იზრდება მისი ექსპორტიც.

2015 წლის მონაცემებით თურქული ფახლავას ექსპორტი 48 ქვეყანაში დაფიქსირდა.

ბოლო 5 წლის მონაცემებით, თურქული ფახლავის რეალიზაციის მაჩვენებელმა 20 მლნ დოლარი შეადგინა.

თურქეთის სტატისტიკური უწყების TÜİK-ის მონაცემებით, 2011 წლიდან 2015 წლის ჩათვლით თურქეთმა ფახლავა პლანეტის ხუთ კონტინენტზე გაგზავნა.

2011 წლის მონაცემებით, თურქული ფახლავის ექსპორტმა 257,3 ტონა შეადგინა, 2015 წლის მონაცემებით კი მაჩვენებელი 75 %-ითაა გაზრდილი და 451,1 ტონა შეადგინა.

თურქული ტკბილეულის მთავარი საექსპორტო ბაზარი აშშ და გერმანიაა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე