ნიკოლოზ გაგუა ,,Promoting Responsible Business Conduct in Georgia”-ს დაესწრება

საქართველო, თბილისი - 10:47 | 27.05.2016
ნანახია: 2158

დღეს, 27 მაისს, 15:00 საათიდან  18:00 საათამდე, ქ. თბილისში, სასტუმროში  ‘’Tbilisi Marriott“ გაიმართება ღონისძიება ,,Promoting Responsible Business Conduct in Georgia”. ღონისძიება ორგანიზებულია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მჭიდრო თანამშრომლობით, მას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა დაესწრება.

საქართველოს მთავრობის დადგენილებით (N100; 26.02.2016წ.)  დამტკიცებული „საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების 2016-20120 წლების სტრატეგიის“  2016-2017 წლების სამოქმედო გეგმა (მე-4 სტრატეგიული მიმართულების ,,ექსპორტის ხელშეწყობა და მცირე და საშუალო  საწარმოთა ინტერნაციონალიზაცია“ 4.5 პუნქტი) ითვალისწინებს აქტივობებს  ბიზნესის პასუხისმგებლიანი ქცევის (Responsible Business Conduct - RBC) პოპულარიზაციის მიზნით.

„საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების 2016-20120 წლების სტრატეგიის“  თანახმად, ბიზნესის პასუხისმგებლიანი ქცევის (RBC) პრინციპებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება მნიშვნელოვანია როგორც კომპანიების მდგრადი განვითარებისთვის, ასევე უცხოური ინვესტიციების მოზიდვის და საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობების დამყარების თვალსაზრისით. ამ მიზნით მნიშვნელოვანია OECD-თან თანამშრომლობა, რომელსაც შემუშავებული აქვს კომპანიებში RBC-ს დანერგვის გაიდლაინები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, დაგეგმილი ღონისძიების მიზანია ბიზნესის პასუხისმგებლიანი ქცევის პრინციპებთან დაკავშირებით (RBC) ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) სახელმძღვანელო პრინციპებთან (OECD Guidelines) დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება. ღონისძიებაზე ასევე განხილული იქნება OECD-ის 2016 წლის განახლებული ანგარიში ,,Responsible Business Conduct in Georgia”, რომლის პრეზენტაციის შემდეგ დაგეგმილია დისკუსია აღნიშნულ ანგარიშში საქართველოსთან მიმართებით წარმოდგენილ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე