ირანული ავიაკომპანია „Rey Airlines” აჭარით ინტერესდება

საქართველო, თბილისი - 16:58 | 25.05.2016
ნანახია: 1196

ირანული ავიაკომპანია „Rey Airlines” აჭარის ტურისტული პოტენციალით ინტერესდება. ავიაკომპანიის დელეგაცია ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში რეგიონს სტუმრობს. ისინი შეხვდნენ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილს, რომლისგანაც აჭარის ტურისტული პოტენციალის, რეგიონში არსებული ფრენებისა და ამ მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ მიიღეს ინფორმაცია. დელაგაციის წევრებმა ინფოტურის ფარგლებში ბათუმის ღირსშესანიშნაოებები და ბოტანიკური ბაღი დაათვალიერეს, რეგიონის სასტუმრო პოტენციალს გაეცნენ და ადგილობრივი კერძები დააგემოვნეს. ისინი აჭარას დღეს დატოვებენ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და ირანს შორის სავიზო მიმოსვლის გაუქმების შემდეგ გაზრდილია აჭარაში ირანიდან შემოსული ტურისტების რაოდენობა. ამ ეტაპზე ირანიდან ბათუმის მიმართულებით ავიარეისები არ არ ხორციელდება, რის გამოც ტურისტების უმრავლესობა რეგიონს სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით სტუმრობს.

2016 წლის მარტში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 21-ჯერ გაზრდილია რეგიონში ირანიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე