ბათუმის ველობილიკებს ტურისტული სეზონისთვის ამზადებენ

საქართველო, თბილისი - 13:14 | 25.05.2016
ნანახია: 1274

ბათუმის მერიამ ქალაქში ველობილიკების შეღებვა დაიწყო. მერიის ინფორმაციით, ქალაქში ველობილიკების გადაღებვის სამუშაოები და საგზაო მონიშვნები დაიწყო. ამ დროისთვის ა(ა)იპ "სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს" ჯგუფი ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მუშაობს. სამუშაოები აპრილში დაიწყო და ეტაპობრივად მთელი ქალაქის მასშტაბით გაგრძელდება.

 ბათუმში სულ 20 ათასი კვ. მეტრი ველობილიკია. სამღებრო სამუშაოები იმ მონაკვეთებზე ჩატარდება, რომლებიც განახლებას საჭიროებს. ველობილიკების შეღებვა ტურისტული სეზონის დაწყებამდე დასრულდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე