Cargill-ი კაკაოს დეფიციტს პროგნოზირებს

საქართველო, თბილისი - 13:02 | 25.05.2016
ნანახია: 1139

კომპანია Cargill-ი მიმდინარე სეზონზე კაკაოს დეფიციტს პროგნოზირებს, საუბარია სეზონზე160 000 ტონა კაკაოს დანაკლისზე, რაც კოტ დიუარსა და განაში წარმოების შემცირებას უკავშირდება.

როგორც ცნობილია კაკაოს მწარმოებელ ქვეყნებში წარმოების შემცირება თავის მხრივ მეტეოლოგიურ პირობებს უკავშირდება. გვალვამ კაკაოს მოსავალი დააზიანა.
თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ Cargill-ის მიერ გაკეთებული საპროგნოზო მაჩვენებელი მსოფლიო წარმოების 0,5-დან 1,0%-მდეა.
Cargill-ი პროგნოზირებს, რომ 2016/17 წლების სეზონზე წარმოების მაჩვენებლები აუცილებლად გაიზრდება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე