საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა საინვესტიციო კონფერენცია - SEED Forum Tbilisi 2016 გახსნა

საქართველო, თბილისი - 18:08 | 24.05.2016
ნანახია: 1343

საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველი მაია მელიქიძემ საინვესტიციო კონფერენცია - SEED Forum Tbilisi 2016 გახსნა და  საინვესტიციო კომპანიებისა და სტარტაპკომპანიებისწარმოადგენლებს სიტყვით მიმართა.

პრეზიდენტის მრჩეველმა  მცირე და საშუალო  მეწარმეობის განვითარებაზე, სექტორის განვითარების პრობლემებზე, მის ხელშეწყობაზე და აღნიშნულის განხორციელებაში ინოვაციური დატექნოლოგიური პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

როგორც მაია მელიქიძემ განაცხადა,  რიგით მეორე საინვესტიციო კონფერენციაზე ინოვაციური იდეების მქონე სტარტაპკომპანიებს მიეცათ შესაძლებლობა წარსდგნენ პოტენციური ინვესტორებისწინაშე და დაფინანსება მოიპოვონ.

„მთავრობა მხარს უჭერს და უკვე შექმნა საქართველოს ტექნოლოგიური და ინოვაციური სააგენტო, უნივერსიტეტებში შეიქმნა გარკვეული შესაძლებლობები, რომ განვითარდნენ ახალგაზრდები,შეიქმნა ტექნოპარკები მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ინოვაციური იდეები და სტარტაპები განვითარდეს და დაფინანსდეს.

მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტიპის ფორუმების ორგანიზება. მას მხარს უჭერს ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ნორვეგიის საელჩო.

„თავისუფალი უნივერსიტეტის" ბაზაზე არის შესაძლებლობა იმისა, რომ ტრეინინგი გაიარონ ადამიანებმა, რომლებსაც საინტერესო იდეები აქვთ, გარკვეული განათლება შეიძინონ, აიმაღლონცნობიერება. შემდეგ თავისი იდეა უფრო დახვეწონ, ჩამოაყალიბონ, და გამოიტანონ საზოგადოების წინაშე, ამ ფორუმის მეშევეობით", - განაცხადა მაია მელიქიძემ.

მისი განცხადებით, დღეს 10 პროექტი იყო წარმოდგენილი, ფორუმს ესწრებოდა საერთაშორისო-სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი, რომელიც ქმნის ხიდს და იდეის  ბიზნესსექტორამდე მიტანისშესაძლებლობას. დღეს წარმოდგენილი იყო სამი ქვეყანა - აზერბაიჯანი, საქართველო და სომხეთი. შეიძლება ითქვას, რომ ფორუმს რეგიონული დატვირთვა აქვს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე