ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა

საქართველო, თბილისი - 17:29 | 24.05.2016
ნანახია: 1300

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა.

ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ფასი 25 მაისს 2.1474 ლარი იქნება. 24 მაისს ოფიციალური კურსი 2.1459 იყო.

ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში გამყარდა. კერძოდ, 25 მაისს ერთი ევროს შეძენა 2.4014 ლარად იქნება შესაძლებელი.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე