Ural Airlines-ი სამარა-ბათუმის მიმართულებით ავიარეისებს განახორციელებს

საქართველო, თბილისი - 13:04 | 24.05.2016
ნანახია: 1263

რუსული ავიაკომპანია Ural Airlines-ი საქართველოს მიმართულებით სიხშირეების რაოდენობას ზრდის. tourbus.ru რუსეთის ავიაციის უწყებაზე დაყრდნობით წერს, რომ  Ural Airlines-ი ბათუმი-სამარას მიმართულებით ავიარეისების განხორციელებას გეგმავს. როგორც ირკვევა აღნიშნულ მიმართულებაზე ოპერირებისთვის ავიაკომპანია  Ural Airlines-ს შესაბამისი ნებართვები უკვე გააჩნია.

როგორც რუსული გამოცემა იუწყება, რუსი ტურისტებისათვის საქართველო საკმაოდ პოპულარული ტურისტული მიმართულება გახდა და შესაბამისად რუსეთ-საქართველოს შორის ფრენებზე მოთხოვნაც გაიზარდა.

ირკვევა ისიც, რომ სულ მალე ქართულ ბაზარე კიდევ ერთი რუსული ავიაკომპანია გამოჩნდება.  RusLine ფრენებს თბილისსა და სოჭს შორის გეგმავს.

აღსანიშნავია, რომ  დღეისათვის Ural Airlines-ი ბათუმის მიმართულებით რეისებს ეკატერინგბურგიდან, სანქტ-პეტერბურგიდან და მოსკოვიდან ახორციელებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე