ბათუმის ავტოტრანსპორტს კონდუქტორის 120 ვაკანსია აქვს

საქართველო, თბილისი - 11:11 | 24.05.2016
ნანახია: 1259

ბათუმის ავტოტრანსპორტი კონდუქტორის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს. როგორც ირკვევა, აღნიშნული ვაკანსიის მთავარ მოვალეობაში შედის მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრობის ბილეთების შემოწმება, წესრიგის და ჰიგიენის დაცვა.

აღნიშნულ პოზიციაზე 120 პირი დასაქმდება და მათი სამუშაო ანაზღაურება 300 ლარი იქნება. ცნობისათვის, მსურველებმა განცხადება ავტოტრანსპორტში ან დასაქმების სააგენტოში უნდა დატოვონ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე