ჯომარდობის სეზონი ოფიციალურად გაიხსნა

საქართველო, თბილისი - 09:56 | 24.05.2016
ნანახია: 1374

მედია ჯომარდის ტურნირი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერითა და საქართველოს ჯომარდობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით უკვე მეშვიდედ ტარდება.

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩითახევთან გამართულ შეჯიბრში 120-მა ჟურნალისტმა მიიღო მონაწილეობა. სხვადასხვა ტელეკომპანიების, ბეჭდური და ელექტრონული მედიის წარმომადგენლები  მდინარე მტკვარზე, 600-800 მეტრიან  მონაკვეთზე ერთმანეთს შეეჯიბრნენ. თითოეული ჯგუფი  6 კაცისგან შედგებოდა.  გამარჯვებულებს სხვადასხვა სახის პრიზები გადაეცათ.

ღონისძიების მიზანია შიდა ტურიზმის სტიმულირება და ჯომარდობის, როგორც   ტურისტული პროდუქტის პოპულარიზაცია.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე