მეცხოველეობის მიმართულებით კვლევები მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 14:25 | 23.05.2016
ნანახია: 1331

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ნოდარ ხატიაშვილმა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცხოველეობის, ვეტერინარიისა და საკვებწარმოების კვლევის დეპარტამენტის მეცხოველეობის საკოლექციო ფერმა დაათვალიერეს და მიმდინარე კვლევებს გაეცნენ.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცხოველეობის, ვეტერინარიისა და საკვებწარმოების კვლევის დეპარტამენტი კვლევით სამუშაოებს ახორციელებს ორი მიმართულებით: ცხოველთა და ფრინველთა ადგილობრივი ჯიშების მოძიება, აღდგენა - გაუმჯობესება და ინდუსტრიული მეცხოველეობის განვითარების მეცნიერული უზრუნველყოფა.

ცენტრის სპეციალისტებმა საქართველოს მასშტაბით  ძროხის ქართული მთის ჯიშის, კახური ღორის, ადგილობრივი ქათმისა და ჩალისფერი ინდაურის პოპულაციების ტიპიური ინდივიდებიმოიძიეს. მათ ბაზაზე შეიქმნა საკოლექციო ჯგუფები, რომლებიც თელეთის მეცხოველეობის საცდელ ფერმაშიაგანთავსებული. ამჟამად,მიმდინარეობს ჯგუფებში არსებულისულადობის გამრავლების და სამეურნეო-ბიოლოგიური მაჩვენებლების შესწავლის სამუშაოები. სამომავალოდდაგეგმილიაადგილობრივი ჯიშებისა და პოპულაციების გენეტიკური ბანკის შექმნა.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე