მსოფლიოში ყველაზე არაპუნქტუალური ავიაკომპანია უკვე ცნობილია

საქართველო, თბილისი - 13:59 | 23.05.2016
ნანახია: 1287

მსოფლიოში ყველაზე არაპუნქტუალური ავიაკომპანია უკვე ცნობილია და ეს ებრაული El Al-ია. აღნიშნული დასკვნა  კომპანია FlightStats-ის ხელთ არსებული აპრილის თვის მონაცემების ანალიზის შედეგად გაკეთდა.

როგორც სტატისტიკური მონაცემებიდან ირკვევა, აპრილში ავიაკომპანიამ დროულად რეისების მხოლოდ 40 %-ი შეასრულა. ავიაკომპანიის მიერ განხორციელებული რეისების 62 %-ი 15 წუთზე მეტი დროის დაგვიანებით შესრულდა.

დაგვიანების მხრივ რეიტინგში მეორე ადგილზე სამხრეთ კორეული Asiana Airlines-ია. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, Asiana Airlines-მა დროულად რეისების მხოლოდ 60 %-მდე შეასრულა. ანალოგიური მაჩვენებლები დააფიქსირა, აპრილში, ავიაკომპანია Pakistan International Airlines-მაც.

აპრილის მონაცემებით, ყველაზე პუნქტუალური KLM-ია. KLM-მა რეისების 93 % დროულად შეასრულა. ანალოგიურად კარგი მონაცემები დააფიქსირა ბრაზილიურმა TAM Airlines-მა და ასევე ნორვეგიულმა  Norwegian Air Shuttle-მა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე