ბათუმში „Twin Tower“-ი აშენდება, რომელიც სასტუმრო ნომრების რაოდენობით მსოფლიოში მე-6 აგილზე იქნება

საქართველო, თბილისი - 13:17 | 23.05.2016
ნანახია: 1475

აჭარის სასტუმრო ბიზნესს კიდე ერთი მოთამაშე შეემატება. კომპანია „ორბი ჯგუფი“ ბათუმში ახალ სასტუმრო კომპლექსს „Twin Tower”-ს ააშენებს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 120 მილიონ დოლარია. კომპლექსი „Twin Tower“ ორ 45 სართულიან კორპუსს აერთიანებს, სადაც 4 500 სასტუმრო ნომერი განთავსდება.

კომპლექსი „Twin Tower“ მსოფლიოში მე-6 აგილზე იქნება სასტუმრო ნომრების რაოდენობის მხრივ და ის  მნიშვნელოვან როლს შეასრულებს რეგიონში განთავსების ადგილების გაზრდასა და ტურიზმის განვითარებაში.

სასტუმრო კომპლექსის „Twin Tower” –ის მშენებლობა მიმდინარე წლის ივნისში დაიწყება და 19 თვეში დასრულდება.

 მშენებლობის პროცესში 1500, ხოლო კომპლექსის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, 3000 ადგილობრივი დასაქმდება. სასტუმრო კომპლექსი მრავალფუნქციური იქნება და მის ტერიტორიაზე განთავსდება-რესტორნები, კაფეები, სავაჭრო-გასართობი ცენტრები, ღია და დახურული აუზები, ღია და დახურული ტერასები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტები, სამედიცინო ცენტრი, სპა-სალონი, კეთილმოწყობილი ეზო, საბავშვო სათამაშო მოედნები, საკონფერენციო დარბაზები და ავტოსადგომები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე