აშშ-ში ყურსასმენებს გამოუშვებენ, რომელიც თარგმნის

საქართველო, თბილისი - 12:01 | 23.05.2016
ნანახია: 1478

ამერიკულმა კომპანიამ სმარტ-დინამიკების მსგავსი ყურსასმენები შექმნა, რომელსაც სინქრონულად თარგმნა შეუძლია. ყურსასმენები შექმნილია მათთვის, ვინც უცხო ენა არ იცის, თუმცა მის საქმიანობასა და ცხოვრებაში ამის საჭიროება არსებობს.

ყურსასმენების შემქმნელი ენდრიუ ოჩოაა, რომელსაც 2 წლის უკან ქალთან ურთიერთობის პრობლემა წარმოექმნა, რადგანაც მან ფრანგული არ იცოდა. ყურსასმენები ბაზარზე "The Pilot"-ის სახელით გამოჩნდება. იმისათვის, რომ ყურსასმენებმა თავისი განსაკუთრებული ფუნქცია შეასრულონ ამისათვის საჭიროა სმარტფონი და ინტერნეტი. იმისათვის, რომ კომუნიკაცია შედგეს ორივე ადამიანი აღნიშნული ყურსასმენებით უნდა სარგებლობდნენ და მათი საუბარი, ინტერნეტის მეშვეობით, სინქრონულად გადაითარგმნება.

ყურსასმენებით ამ დროისათვის შესაძლებელია ინგლისური, გერმანული, ფრანგული და იტალიური საუბრის თარგმნა, ხოლო სამომავლოდ მას სხვა ენებიც დაემატება.

ყურასასმენების ღირებულება 299 დოლარი იქნება და მისი პრეზენტაცია 2016 წლის ოქტომბერში იგეგმება, ხოლო გაყიდვაში 2017 წლიდან ჩაეშვება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე